იგუაინი: "მეოთხედფინალში აუცილებლად გავალთ"
"ჩვენ აუცილებლად გავალთ მეოთხედფინალში. მართალია, პირველ შეხვედრაში სახარბიელო შედეგი არ გვქონია, თუმცა, მიუხედავად ამისა "ლა როსალედაზე" ლიდერის რანგში ჩავდივართ. ორივე გუნდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია შემდეგ ეტაპზე გასვლა. მოწინააღმდეგეს დასაკარგი არაფერი აქვს და ისინი დიდი ძალებით შეგვიტევენ. ჩვენ ეს კოზირი უნდა გამოვიყენოთ და "მალაგას" არ უნდა დავენებოთ საწადელის მიღწევა."
""მალაგა" ძალიან კარგი გუნდია. მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია და ეს პირველ შეხვედრაშიც ნათლად გამოჩნდა. ანდალუსიელები განსაკუთრებით ბოლო ხანებში გამოიყურებიან კარგად, ზედიზედ რამდენიმე მატჩში მიაღწიეს წარმატებას და ვფიქრობ, თავს არ დაზოგავენ, რათა მომდევნო ეტაპზე შეძლონ გასვლა."
"ვიმედოვნებ, რომ თამაში მომიწევს. თავს არ დავზოგავ, რათა გუნდს წარმატება მოვუტანო. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი ჩენს ხელშია. ჩვენი პროგრამა მინიმუმი სასურველი შედეგის მიღწევაა."
"მქონდა რამდენიმე ოცნება, რომელიც ამიხდა, მოვიგე "ლა ლიგა", ესპანეთის სუპერთასი და "კოპა დელ რეი". ახლა კი, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს. სიმართლე ისაა, ბევრი გამოწვევა ჯერ–ჯერობით მიუღწევლად რჩება, მაგრამ მოხარული ვარ იმით, რაც აქამდე ხდებოდა და ვიმედოვნებ, ყველაფერი ამ გზით გაგრძელდება."
""კოპა დელ რეი" ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. გუნდს დიდი ხნის განმავლობაშ არ ჰქონდა ეს თასი აღებული. ზედიზედ მეორედ მოგება კი ორმაგად სასიხარულო იქნება. ცხადია, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. მიზნის მისაღწევად ეტაპობრივად წინ მივიწევთ."
- 9 იანვარი 2012
- 2 718
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.