მოურინიო: "როტაცია მხოლოდ ხანდახან შეიძლება"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "მალაგასთან" შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...

"არანაირი როტაცია არ იქნება, ისე ვითამაშებთ, როგორც ამას წინა წლებში ვაკეთებდით. მოედანზე რა თქმა უნდა მოსაგებად გავალთ, ფრე კარგი შედეგი იქნება, რადგან მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ, მაგრამ ყაიმის მიზნით მოედანზე გასვლა დამღუპველია, თუკი კარში დაუგეგმავი გოლი მივიღეთ, შემდეგ გადაწყობა ძალიან გაგვიჭირდება, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად უნდა ვიასპარეზოთ."

"ვიცი, რომ იანვრის თვე გადატვირთული გვაქვს, საშობაო არდადაგების შემდეგ ფეხბურთელებმა დიდი დატვირთვა მიიღეს და ეს აუცილებელიც იყო, რადგან ფორმიდან ამოვარდნა არ მომხდარიყო, თითოეულ შეგირდს შანსი მივეცი, რომ პოტენციალი ბოლომდე გამოევლინა. როტაცია მუდმივად არ შეიძლება, მაგრამ ხანდახან საჭიროა, ხვალინდელ შეხვედრაში რას ვიზამ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გავა მოედანზე და მხოლოდ და მოგება ექნება მიზნად დასახული. ვაკვირდები ესპანურ გუნდებს და ხშირად გვხვდება ფრეები, ეს კი სწორედ მცირე ჩავარდნის ბრალია, რომელიც შესვენებამ გამოიწვია. ვეცდები ისეთი სასტარტო შემადგენლობა დავაყენო, რომელიც გაიმარჯვებს და შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანს, რადგან სამეფო თასის მადრიდში დატოვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია."

"რამდენიმე გუნდში მიმუშავია და წარმატება ყველგან მქონდა, მაგრამ ყოველთვის მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მხოლოდ ტაქტიკური სვლების გამო ვაღწევდი წარმატებას და სანახაობას ჩემი კოლექტივები ვერ აჩვენებდნენ, ახლა კი ვფიქრობ, რომ მადრიდის "რეალი" ულამაზეს ფეხბურთს აჩვენებს და გოლების მაქსიმალურ რაოდენობას აგროვებს, ჩვენ თითქმის ყველა შეხვედრაში ვცდილობთ რაც შეიძლება მეტჯერ ავიღოთ მეტოქეთა კარი. მალაგასთან 2 გოლი გავუშვით, მაგრამ ძალა მოვიკრიბეთ და 3-ჯერ ავიღეთ მათ კარი, უფრო კარგი იქნებოდა, რომ მეტი გაგვეტანა და დიდი უპირატესობა გვგქონოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. "ბარსელონასთან" სხვაობა უკვე 5 ქულას შეადგენს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ვერაფერს განსაზღვრავ, ჩვენ ზუსტად იგი რაოდენობის ქულები "ლევანტესთან" და "რასინგთან" შეხვედრაში დავკარგეთ, ასე რომ გამორიცხული არაფერია და მოდუნების საშუალება ნამდვილად არ გვაქვს, ლა ლიგაში კიდევ ბევრი უმნიშვნელოვანესი მატჩია ჩასატარებელი."

"ალვარო არბელოასთან არანაირი გაუგებრობა არ მაქვს, პრესაში ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი რამ ეწერა. არდადაგების დროს ესპანელს მცირე ოპერაცია დაჭირდა და საჭიროდ ჩავთვალე მისთვის დასვენების საშუალება მიმეცა. ალვაროს უდიდეს პატივს ვცემ და ჩვენ შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს."

"კარიმ ბენზემა კარგ ფორმაშია და გოლების გატანას ხშირად ახერხებს, ფრანგი აშკარად პროგრესირებს, დაველოდები დღევანდელ ვარჯიშს და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას."

"ხშირად ვიყენებ 4-3-3 სისტემას და პოტენციური "10"-იანი არ გამომყავს მოედანზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდს 2 საყრდენი ჰყავს და შეტევაში მოიკოჭლებს, ჩვენ შემტევი კოლექტივი ვართ."

"სამწუხაროა, რომ ფიფას დაჯილდოვებას ვერ დავესწრები. კრიშტიანო რონალდოს დიდ წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთსა და იმავეს განვიცდით, ჩემი თანამემამულე ფეხბურთელთა სამეულში, მე კი მწვრთნელთა ტრიოში, ამ ეტაპზე საუკეთესო დამრიგებლის ტიტულს ნამდვილად ვერ მოვიპოვებ, რადგან ჩემზე უკეთ ალექს ფერგიუსონმა და პეპ გვარდიოლამ იღვაწეს. ვფიქრობ, წლის საუკეთესო მწვრთნელი პეპი გახდება, რადგან მან შარშან უდიდეს წარმატებას მიაღწია."

  • Hala
  • 9 იანვარი 2012
  • 2 694
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)