ალბერტო ტორილის ინტერვიუ
თუ ალბერტო ტორილი გადახედავს წინა წელს, რას იტყვის ის მიმდინარე სეზონზე?
ძალიან ბევრი დადებითი რამ მოხდა. ამ დროისთვის კარგი დინამიკა გვაქვს, გუნდი იზრდება და სატურნირო ცხრილშიც პირველ ადგილზე ვართ. ძალიან გვახარებს ასევე ის ფაქტიც, რომ ბევრმა ახალგაზრდამ ითამაშა პირველ გუნდთან ერთად.
რა მოგონებები შემოგრჩათ იმ დროდან, როცა პირველად გაიგეთ თქვენი ”კასტილის” მწვრთნელად დანიშვნის შესახებ, ასევე პირველი ვარჯიშიდან და პირველი თამაშებიდან?
ძალიან ბევრი. ყველაფერი ისე არ იყო, როგორც გვინდოდა, ამაზე კი კლუბში ძალიან წუხდნენ. ჩემთვის ეს , პირველ რიგში მოულოდნელობა იყო, მაგრამ მე მომიწია გონების მობილიზებამ და მომზადებამ გაუგებარ სიტუაციაში, ვინაიდან ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა , რა მოყვებოდა ამას. ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო და სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ იმით, რა შედეგიც გვაქ.
რას იტყვით თქვენს პირველ შეხვედრაზე ”კორუჩო”-ს წინააღმდეგ , რომელიც საშინაო მოედანზე ჩაატარეთ?
ძალიან ბევრი გაურკვეველი რამ იყო, მე უნდა მენახა, რას წარმოადგენდა ეს გუნდი, როგორი რეაქცია ექნებოდათ ბიჭებს ახალ იდეებზე, მაგრამ ყველაფერი კარგად წავიდა. კმაყოფილები ვართ, ვინაიდან პროგრესი სახეზეა. სეზონი კარგად დავასრულეთ, სამწუხაროდ ვერ გავედით ფლეიოფში და სეგუნდაში, მაგრამ ამჟამად სწორედ აქეთკენ მივდივართ.
თქვენ კლუბის უკვე შინაური წევრი ხართ. ეს თქვენი მეოთხე წელია ”მადრიდის რეალში”, თქვენ ექვსი წლის მანძილზე თამაშობდით ”თეთრებში”. ყველაფერი ეს ალბათ თქვენს შრომას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს...
ძალიან განიცდი ყველაფერს და ყველაფრის შიგნით გრძნობ თავს, იმიტომ რომ შენც იყავი მათ ადგილზე და შესანიშნავად იცი რას ფიქრობენ ისინი და რისი გავლა უწევთ მას. სეზონის მანძილზე გუნდი იზრდებოდა და ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდოდით ფლეიოფამდე და საბოლოოდ ასეც მოხდა. ამჟამად ვცდილობთ ანალოგიურს მივაღწიოთ, გავიდეთ ფლეიოფშ, რომ ყველაფერი კარგად დალაგდეს.
თქვენ გიწევთ ურთიერთობა ბიჭებთან, რომლებსაც თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი აქვთ. ისინი აფასებენ იმას, რომ თქვენც იყავით მათ ადგილზე და ძალზედ მნიშვნელოვანია მათ აჩვენოთ ეს სიახლოვე...
მათსა და სამწვრთნელო შტაბს შორის არსებულ ურთიერთობაში სიახლოვე და ნდობა იგრძნობა. ბევრ მათგანთან ჩვენ კარგა ხანია, რაც ვმუშაობთ და ამიტომაც მათ კარგად ესმით ჩვენი მოთხოვნები. ჩვენ, თავის მხრივ, ვიცნობთ მათ და ვიცით, რა ჭირდება მათ იმისთვის, რომ მოედანზე თავი უკეთ წარმოაჩინონ.
”ტორილის” ეფექტი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო და კიდევ გრძელდება. თქვენ 25 თამაში არ წაგიგიათ. რაშია წარმატების საიდუმლო?
აქ ჩვენთან შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ. ჩვენ ვქმნით ატომსფეროს, სადაც ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ და აქვს საკუთარი ნიჭის წარმოჩენისა და განვითარების საშუალება. ვცდილობდით ბურთზე კონტროლის დამყარებას, დაცვითი ფეხბურთის თამაში, რომ მათ თავიანთი თავი გამოეცადათ. ამავდროულად ვცდილობდით მკაცრად არ დაგვესაჯა ისინი შეცდომების გამო. ამ მხრივ მათ ერთი ნაბიჯი გადადგეს წინ, ისინი ვითარდებიან და პროგრესირებენ. ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, თუ რა სიტუაციაც ეხლა გვაქ.
ერთ-ერთი ასპექტი, რომელზე ყურადღება გაამახვილეთ, ეს ფეხბურთელთა ტალანტია.
მათ ყურადღებით აკვირდებიან და ამის შემდეგ ირჩევენ და ამიტომაც უფრო გვიადვილდება მუშაობა. ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ და ამის წყალობით ყველაფერი კარგად არის.
რას წარმოადგენს თავად გუნდი, როგორც კოლექტივი?
ეს ძალიან შრომისმოყვარე და კონკურენტუნარიანი გუნდია. ეს არამარტო ფეხბურთელთა ჯგუფია, არამედ მეგობრების. ბევრი მათგანი ბავშვობიდან ერთად თამაშობს, მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და მოედანს გარეთ ხშირად ხვდებიან ერთმანეთს-ან კინოში წასასვლელად, ან ერთად სავახშმოდ. ეს ურთიერთობა მოედანზე გადადის, სადაც ისინი ერთმანეთს ეხმარებიან. ჩვენ ბრწყინვალე კოლექტივი გვყავს.
გუნდი სხვა მაჩვენებლითაც გამოირჩევა, გატანილი აქვს სხვებზე მეტი (32 ”ლუგო”-სთან ერთად ლიდერები არიან ამ მხრივ) და გაშვებული აქვს ყველაზე ცოტა (14).
ვცდილობთ გუნდი დაბალანსებული იყოს. როცა საუბარია დომინანტ გუნდებზე, აუცილებელია ბურთის მუდმივი კონტროლი , შესაბამისად მეტოქეს ის არ ექნება და საგოლე მომენტებიც ნაკლებად იქნება. სწორედ ამაშია მთავარი იდეა, თამაშის უმეტესი ნაწილის მეტოქეის ნახევარზე გატარება, პრესინგი, საგოლე მომენტების მუდმივი ძიება და ცდა იმისა, რომ მეტოქე ჩვენს საჯარიმოს არ გაეკაროს.
რითი გამოირჩევა განახლებული ”კასტილია” იმისგან, რომელიც თქვენ დაგხვდათ, როცა მოხვედით?
სრულიად განსხვებულები არიან. გარდა ბაზისა, რომელიც წინა სეზონიდან დარჩა, ძალიან შესამჩნევია რამოდენიმე გადამწყვეტ პოზიციაზე ფეხბურთელების არ ყოლა. ფრან რიკო და სარაბია დიდად განსხვავდებონდენ იმ ცენტრის ფეხბირთელებისგან, რომლებიც ჩვენ ამჟამად გვყავს. სწორედ ამის გამო, მიმდინარე სეზონში გუნდი უფრო ”ვერტიკალურია”, უფრო მეტად მიამრთულია მეტოქეის კარისკენ. წინა წელს გუნდი უფრო დომინანტური იყო, ის უკეთესად აკონტროლებდა თამაშის მიმდინარეობას. ეს უბრალოდ ორი სხვადასხვა გუნდია, ორივეს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
ამ ეტაპზე ”კასტილია” წინა წელთან შედარებით უფრო მაღალ პოზიციაზეა 37 ქულით (ინტერვიუ ჩაწერილია ბოლო მატჩამდე, რომელიც ”კასტილიამ” 1:2 მოიგო)
კარგი დინამიკა გვაქ. წინა წლის ინერციას ვინარჩუნებთ და მასე ვაგრძელებთ მუშაობას.
”კასტილიას” შემადგენლობაში ძალიან ბევრი ახალი სახეა. ოსკარ პლანო და ლუკასი ”მადრიდის რეალ ც”-დან, ომარი და ხესე ”ხუვენილ ა”-დან და ორი სრულიად ახალი ფეხბურთელი - მენდეში და რიოსი. როგორ მიდის მათი ადაპტაციის პროცესი?
ძალიან შერეული კოლექტივი გვყავს, ამიტომაც ყველა, ვინც კი მოდის, სწრაფად გადის ადაპტაციას. გუნდში 15-20 მოთამაშეა, შესაბამისად, როცა ახალი მოდის მათ კარგად ღებულობენ და იმათაც არ უჭირთ ადაპტაცია.
წინა წელს ფლეიოფში გასვლა გახდა გარკვეული გამოცდილება ახალი გამოწვევებისთვის, რომელსაც ეს წელი გვიმზადებს?
რა თქმა უნდა, ეს იყო გამოცდილება. ბევრმა ბიჭმა უკვე იცის, რას წარმოადგენს ფლეიოფი და ეს აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენ. მიზანი ჩემპიონობა უნდა იყოს, ვინაიდან ასე უფრო მეტი შანსი გვექნება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, რადგან გუნდები, რომლებიც პირველ ადგილს იკავებენ, თუ ვერ გადიან პირველივე შეხვედრის შემდეგ, ღებულობენ კიდევ ერთ შანსს მორიგ მატჩზე პლეი ოფში გასულ სხვა გუნდების წინააღმდეგ.
თერთმეტი მოგება, ოთხი ფრე და მხოლოდ სამი წაგება. ეს ის ციფრევია, რომლის ნახვის შემდეგ ოცნებობ პლეიოფში თამაშზე და კლასის ამაღლებაზე.
ამ წუთისთვის გასული 18 თამაშის შემდეგ ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ. ჩემპიონატი ძალიან გრძელია, საპასუხო შეხვედრები არც თუ ისე მარტივი იქნება. ჩვენი მეტოქეები ეხლა ეცდებიან მომენტის გამოყენებას, რომ თავიანთი გუნდები გააძლიერონ, შედაგად ჩემპიონატი კიდევ უფრო რთული გახდება. გუნდები, რომლებიც თავში არიან იბრძოლებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდნენ, ხოლო ქვედა საფეხურზე მყოფები კი იმისთვის, რომ არ გავარდნენ. საპასუხო შეხვედრები ყოველთვის რთულია.
თქვენი მიზანი ახლო მომავალში...
ჩვენი მიზანი-ჩემპიონობაა, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ კარსმომდგარ თამაშზე ვართ კონცენტრირებული და ვცდილობთ წინ არ გავიქცეთ, ვინაიდან ასეთ ახალგაზრდა გუნდში, თუ დავიწყებთ მომავალზე საუბარს, რომელიც ძალიან შორსაა, ბიჭებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დააწვებათ. უმჯობესია ისინი თითოეული თამაშისთვის მოვამზადოთ, სწორედ ამას ვაკეთებთ დღემდე და ყველაფერი, როგორც ხედავთ, კარგად გამოგვდის.
ალექსი, ნაჩო, მეხიასი, ხესუსი, ხოსელუ, მენდეში, ხესე და ხორხე კასადო-ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც თქვენი მოსვლის შემდეგ დებიუტი ქონდათ პირველ გუნდში. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
ფილიალი იმისთვის არსებობს, რომ ბიჭები უფრო დაღვინდნე და რომ პირველ გუნდში გამოძახების შემთხვევაში, სხვაობა არც თუ ისე დიდი იყოს. ამ მხრივ კარგად მუშაობს გუნდი, ვინაიდან, როცა ბიჭებს პირველ გუნდში იძახებენ, ისინი თავიანთი კარგი მომზადების დემონსტრირებას ახდენენ.
გუნდის მუშაობა იზიდავს მაყურებელს, რომლებიც თქვენს გასამხნევებლად ”ალფრედო დი სტეფანოს” რეგულარულად სტუმრობენ...
”მადრიდის რეალის” გულშემატკივრები ითხოვენ აგრესიულ და შეტევით თამაშს, რომელიც მოგებისკენ იქნება მიმართული და რომ ჩვენ არასდროს არ დავნებდეთ. ჩვენ ამ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ, ძალიან ამბიციური გუნდი ვართ, რომელიც მუდამ უფრო მეტის ძიებაშია. ხალხი, რომელიც სტადიონზე მოდის, კმაყოფილი მიდის იქიდან.
ერთ წელიწადში, თქვენ ”ხუვენილ ა”-ს მწვრთნელიდან გახდით ”კასტილიას” მწვრთნელი. სად ხედავთ თქვენ თავს ერთი წლის შემდეგ?
ისევე როგორც, ჩვენ ვეუბნებით შეგირდებს, რომ თითოეულ კარს მომდგარ თამაშზე უნდა იფიქრონ და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ იარონ, საკუთარ თავსაც ანალოგიურ მოთხოვნებს ვუყენებთ და არ ვიხედებით მომავალში. მომენტით უნდა ისიამოვნო. ეხლა ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს და თუ რამე უნდა მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება.
მიუხედავად პირველი ადგილისა სატურნირო ცხრილში, თქვენ მსაჯების კომპეტენტურობის პრობლემას გადააწყდით: 11 წითელი ბარათი 18 ტურში (ბოლო შეხვედრაში კიდევ ორი წითელი ბარათი მიიღეს)
ამის გაგება ძალიან ძნელია. მესმის, რომ მსაჯების შრომა ხანდახან ძალიან მძიმეა. ისინი ხომ ხალხის ძალიან დიდი მასის ხედვის არეალში არიან, ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება დადებითად მოქმედებს ერთ გუნდზე და უარყოფითად მეორეზე, მაგრამ ეს ციფრები არსებობენ. ლიდერები ვართ ყველაზე მეტი გატანილი გოლით, ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს , რომელიც შეტევაზეა დაგეშილი, ამიტომაც არალოგიკურია, რომ ჩვენ ყველაზე მეტი წითელი ბარათი გვაქვს. ვიცით, რომ გართულებები გველის, მაგრამ აუცილებელია თამაშის გაგრძელება. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
- 9 იანვარი 2012
- 1 663
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.