ლა ლიგა: XVII ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.Com-მა გამოაქვეყნა ლა ლიგას მეჩვიდმეტე ტურის სიმბოლური ნაკრები, სადაც სამი რეალის ფეხბურთელი: სერხიო რამოსი, მესუთ ოზილი და კარიმ ბენზემა მოხვდა.
ლევანტემ მალიორკასთან უგოლო ფრე ითამაშა, ეს შედეგი კი პირველ რიგში გუსტავო მუნუას "ბრალია", რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და მშრალად შეინახა კარი.
სერხიო რამოსი განაგრძობს მადრიდის რეალის დაცვის ცენტრში პროდუქტიულად თამაშს. გარდა იმისა, რომ მადრიდელთა ოთხიანი საიმედოდ იდგა დაცვაში, გრანადას კარის აღებაც მოახერხა. ვეტერანი სერხიო ბალესტეროსი კი ლევანტეს შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ალვარო დომინგესი კი შეუდარებელი იყო ატლეტიკოს შემადგენლობაში, მისი დახმარებით მადრიდულმა კლუბმა კარი მშრალად შეინახა.
მართალია მატჩი ოსასუნასა და სოსიედადს შორის ფრედ 0-0 დასრულდა, მაგრამ კარლოს ველამ თავისი შესაძლებლობები ყველას აჩვენა. მესუთ ოზილს ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა გრანადასთან მატჩში მან გაიბრწყინა და თეთრების მიერ დადგმული შოუს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო, მან სამი საგოლე პასი მიითვალა. ბორხა ვალერომ კი ვალენსიასთან შეხვედრაში საგოლე პასი გააკეთა, ამით ის არ დაკმაყოფილდა და გოლის გატანაც მოახერხა. ჯეფერსონ მორენომ კი ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბეტისი წარმატებაში.
მართალია კარიმ ბენზემამ მთელი მატჩი არ ითამაშა, მაგრამ მისი მოქმედებები შეტევაში ბრწყინვალე იყო, მან ღირსეულად მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. სესკ ფაბრეგასმა ბარსელონაში ახალი პოზიცია მოიგო და ესპანიოლის წინააღმდეგ ცენტრ-ფორვარდად ითამაშა და ესპანიოლთან გოლის გატანაც მოახერხა. ალვარო ვასკესმა კი ბარსასთან მატჩში გაიტანა გოლი და ანგარიში გაათანაბრა, ამ გოლით დერბიში ანგარიში 1:1 დაფიქსირდა.
- 9 იანვარი 2012
- 3 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.