"ბენჟამინ ა" ტურნირზე
ტურნირზე სულ 9 გუნდი მონაწილეობდა. "ბენჟამინ ა"–ს გარდა თასის მოსაპოვებლად იბრძოდნენ: "ატლეტიკო", "ხეტაფე", "ბარსელონა", "სევილია", "რაიო ვალეკანო", "კანილასი", გრანეროს "პირატები" (გრანეროს საკუთარი აკადემია აქვს და შესაბამისად ბავშვთა საფეხბურთო გუნდიც ჰყავს), "ნუევო მეხორადა".
"ბენჟამინ ა" ჯგუფში "სევილიასთან", გრანეროს "პირატებთან" და "რაიო ვალეკანოსთან" მოხვდა. პირველი შეხვედრა მადრიდისტებს ანდალუსიელებთან("სევილია") მოუწიათ და 1–2 დამარცხდნენ, შემდეგ მათ 6–0 გაანადგურეს "პირატები", ბოლოს კი თანაქალაქელ "რაიოს" სძლიეს 2–1.
ნახევარფინალში "ბენჟამინ ა" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა და 2–0 დაამარცხა. შესაბამისად, ისინი ფინალში გავიდნენ, სადაც კვლავ "სევილია" ელოდებოდა. სამწუხაროდ მადრიდისტები მეორედაც დამარცხდნენ ანდალუსიელებთან – 1–3.
ფინალს მადრიდის "რეალის" სამი ფეხბურთელიც ესწრებოდა: ანტონიო ადანი, ხოსე მარია კალეხონი და ესტებან გრანერო...
- 8 იანვარი 2012
- 3 302
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.