რელანო : "მადრიდელები პოზიციას არ დათმობენ"
ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ალფრედო რელანომ კიდევ ერთი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი პირველ ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუკი სასტიკი უიღბლობის სერია დაეწყება, რადგან დედაქალაქელებს ჩემპიონობა სურთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ...
"ვიხილე მადრიდისა და გრანადას დაპირისპირება, თითქოს სიტუაცია ოდნავ დაძაბული იყო, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერს წერტილი დაესვა, რადგან ჟოზეს გუნდი მოწინააღმდეგეზე ბევრად მაღლა იდგა, მადრიდელთა კლასმა ამ შემთხვევაში განსაკუთრებული და გადამწყვეტი როლი ითამაშა."
"განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კარიმ ბენზემასა და გონსალო იგუაინის ტანდემი, არგენტინელი ფორვარდი სუფთა წინახაზელია. მიუხედავად იმისა, რომ გონსალოს სისწრაფე აქვს და ფლანგზეც შეუძლია გადავიდეს, მაინც ჯობია რომ ცენტრ ფორვარდად იასპარეზოს, რადგან იგი ძალიან შედეგიანია, ბენზემას კი მის უკან თამაშიც ბრწყინვალედ გამოსდის, მას თავისუფლად შეუძლია საკუთარი მომენტი შეიქმნას და დააგვირგვინოს. საერთო ჯამში არგენტინულ-ფრანგული დუეტი, რომელსაც ბენგუაინი დაერქვა ნამდვილად ამართლებს."
"დედაქალაქელები გამალებით ცდილობენ უპირატესობის შენარჩუნებას, დარწმუნებული ვარ ლა ლიგის ეგიდით გამართული მომდევნო "ელ კლასიკო" ბევრ რამეს გადაწყვეტს, რადგან ის არა 3 ქულიანი, არამედ 6 ქულიანი იქნება, რაღა თქმა უნდა არაპირდაპირი გაგებით, იმიტომ რომ იქ გამარჯვებული დამარცხებულს 3 ქულას ართმევს და პოზიციის შეცვლას ცდილობს."
"სამწუხაროა, მაგრამ წლევანდელ სეზონშიც ჩემპიონი ან სამეფო კლუბი, ან ბლაუგრანა გახდება. ვალენსია მნიშვნელოვნად გაძლიერდა და შეთამაშდა, მაგრამ ეს ჩემპიონობისთვის არ არის საკმარისი, ესპანეთში ერთმანეთს კვლავ "ბარსა" და "რეალი" ებრძვიან, იმედს გამოვთქვამ მსგავსი ვითარება მომავალ წლებში აღარ იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ლა ლიგის რეპუტაციის კიდევ უფრო გაზრდას და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს."
- 8 იანვარი 2012
- 2 418
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.