რამოსი: "ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა"
"პირველ ტაიმში არც თუ ისე კარგად გავისარჯეთ და შესაბამისად საკმაოდ ცუდი სიტუაციაში აღმოვჩნდით 1–1–ზე. ეს არ იყო მატჩი, სადაც ქულები უნდა დაგვეკარგა. საბედნიეროდ რამდენიმე წუთში გონს მოვეგეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა."
"ვიცოდით, რომ იოლი მატჩი არ გვექნებოდა, რადგან "გრანადა" ყოველთვის კარგად იცავს თავს და ბურთსაც კარგად აგორებენ. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ორი გოლის გატანა მოვახერხეთ და აქ პრაქტიკულად მატჩიც დასრულდა."
"რონალდო ძალზედ ამბიციური ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის ცდილობს გუნდს დახმარება გაუწიოს თავისი კარგი თამაშითა და გოლებით. აღფრთოავნებული ვარ "გრანადას" გულშემატკივრებით. ამდენმა ფანმა რაოდენ დიდი მანძლი გამოიარა, რომ მატჩს დასწრებოდა. დიდებული გუნდია და მათ, მინდა, წარმატება ვუსურვო."
- 8 იანვარი 2012
- 1 842
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.