კარანკა:"მესამე გოლმა ყველაფერი ცხადჰყო""

ყველასთვის მოულოდნელად, ჟოზე მოურინიო მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. მის ნაცვლად ჟურნალისტების დასმულ კითხვებს აიტორ კარანკამ უპასუხა...

"არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მე ერთხელ უკვე განგიმარტეთ, თუ რატომ გამოვდივარ პრესკონეფერნციაზე და ახლა იგივეს გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ. სჯობს მატჩზე ვისაუბრო. პირველ ნახევარში რამდენიმე პრობლემამ იჩინა თავი, დაცვაში იყო მცირე ხარვეზები, თუმცა ეს გადამწყვეტი არ აღმოჩნდა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა."

"არაერთხელ გვისაუბრია ბენზემასა და იგუაინზე. ისინი როგორც ცალ–ცალკე, აგრეთვე ერთადაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ მოწინააღმდეგე გუნდისთვის. დღეს, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთად ძალიან კარგად შეუძლიათ თამაში. ამაში მათ, გუნდმაც შეუწყო ხელი. რაც შეეხება ბენზემას ტრავმას, ერთი შეხედვით სერიოზული არაფერი უნდა იყოს."

"კრიშტიანომ შესანიშნავად ითამაშა. მისი ჟესტი გოლის გატანის შემდეგ ყველასთვის გასაგებია, რადგან იგი გაბრაზებული იყო, რადგან რამდენიმე მომენტის რეალიზება ვერ მოახერხა. მატჩამდე ჩვენ არბელოას ვესაუბრეთ, მაგრამ თვითონვე განაცხადა თამაშზე უარი, რადგან კარგ კონდინციებში არ იმყოფება."

"მესამე გოლმა ყველაფერი ცხადჰყო, მეტოქემ დიდი სივრცეები მოგვცა და ეს ძალიან კარგად გამოვიყენეთ. რაც შეეხება "გრანადას", მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს. ეს მატჩ ალბათ მათთის გაკვეთილი იქნება."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)