რამოსის 250–ე
სერხიო რამოსის დებიუტი "ლა ლიგაში" 2004 წლის პირველ თებერვალს შედგა "დეპორტივოს" წინააღმდეგ. მაშინ ესპანელი მცველი "სევილიას" რიგებში ირიცხებოდა და მხოლოდ 17 წლის გახლდათ. მიუხედავად მცირე ასაკისა, მან თავი ყველას კარგი თამაშით დაამახსოვრა და "ბლანკოსის" სკაუტების ყურადღებაც მიიქცია. ბევრი დრო არც გასულა და 2005 წელს რამოსმა თავი მადრიდში ამოჰყო.
მისი დებიუტი თეთრი მაისურით 2005 წლის 10 სექტემბერს შედგა "სელტასთან". ის მატჩი "მერენგებმა" "ბერნაბეუზე" 2–3 წააგეს. რამოსმა რიგით მეასე შეხვედრა "სევილიასთან" ჩაატარა 2007–ში, ხოლო მეორასე "ოსასუნასთან" 2010–ში. როგორც ხედავთ, დღევანდელი მატჩი მისთვის საიუბილეო, 250–ე გამოდგა. სერხიომ ეს მნიშნელოვანი მომენტი გოლითაც აღნიშნა. საერთო ჯამში, ეს გოლი მისთვის 29–ე გამოდგა. აქედან 27 მან სწორედ "რეალში" ასპარეზობისას გაიტანა.
- 8 იანვარი 2012
- 1 731
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.