"რეალი" – "გრანადა" [პრევიუ]
მაშ ასე, "ლა ლიგა" მცირე ხნიანი შესვენების შემდეგ სტარტს იღებს. მადრიდის "რეალი" "პრიმერას" 2012 წლის პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე "გრანადასთან" გამართავს. "ბლანკოსმა" ამ მატჩამდე ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება: "პონფერადინასთან" 2–0 და 5–1, "სევილიასთან" 6–2 და "მალაგასთან" 3–2. როგორც ფეხბურთელები და მწვრთნელი აცხადებს, მათ მხოლოდ 3 ქულა დააკმაყოფილებთ.
თვალი გადავავლოთ გუნდების სატურნირო მდგომარეობას. "რეალი" 40ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს "ლა ლიგას". "მერენგები" თავიანთ უშუალო კონკურენტ "ბარსელონას" 3 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება "გრანადას", ანდალუსიელებს 19 ქულა აქვთ და მე–13 ადგილს იკავებენ.
ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 19 ფეხბურთელს უხმო. სერხიო რამოსი მცირეხნიანი პაუზის შემდეგ განაცხადს დაუბრუნდა. "მერენგებს" ერთი სასიამოვნო ტრადიციაც აქვთ, როგორც წესი, იანვრის პირველ შეხვედრებს ყოველთვის იგებენ. 1992 წლის 12 იანვრიდან მოყოლებული "ბლანკოსი" ახალი წლის დღეებში არასდროს დამარცხებულა. მაშინ "რეალმა" "ოსასუნას" სძლია 5–2.
"გრანადა" 36 წლიანი პაუზის შემდეგ "ბერნაბეუზე" ბრუნდება. ბოლოს ანდალუსიელებმა "რეალის" სტადიონზე 1976 წლის იანვარში ითამაშეს. სწორედ ამიტომ, გუნდს მადრიდში 5000–ზე მეტი გულშემატკივარი გაჰყვა. ეს ფაქტი ჟოზე მოურინიომაც აღნიშNა თავის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე: მსურს, ყველა ამ გუნდის გულშემატკივარს მივულოცო, რადგან 36 წლიანი პაუზის შემდეგ ისინი "ბერნაბეუზე" ბრუნდებიან. პირადად ჩემთვის, "გრანადას" მწვრთნელობა ან ფეხბურთელობა საამაყო იქნებოდა."
ორიოდე სიტყვა ურთიერთშეხვედრებზეც ვთქვათ, სულ "რეალი" და "გრანადა" 17–ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ცხადია, "მერენგებს" უდიდესი უპირატესობა აქვთ – 14 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ ერთი მარცხი. გოლების შეფარდება კი 52–16–ზეა რაღა თქმა უნდა "ბლანკოსის" სასარგებლოდ.
- 7 იანვარი 2012
- 1 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.