მარსელო: ""რეალის" მაისურის მორგება ოცნების ახდენა იყო"
"პირველად "რიასორზე" მომიწია თამაში "დეპორტივოს" წინააღმდეგ. ეს მომენტი ძალიან კარგად მახსოვს. მე მიშელ სალგადო შევცვალე მეორე ტაიმში, რონალდომ ძალიან თბილი დახვედრა მომიწყო. ეს არასდროს დამავიწყდება. ჩემი დებიუტი მაშინ შედგა, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ამ მომენტს მთელი ჩემი ოჯახი ადევნებდა თვალს."
"აქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. "რეალის" მაისურის მორგება ჩემთვის ოცნების ახდენა იყო. ძალიან ბევრს სურს, რომ აქ მოხვდეს და ამ გუნდის ნაწილი გახდეს, რომ ატაროს "ბლანკოსის" მაისური და სიხარული მიანიჭოს "ინჩასებს"."
"ჩემი პირველი გოლი "სპორტინგთან" გავიტანე. ის მატჩი ძირითადიდან დავიწყე და შეხვედრის დასასრულს გოლითაც აღვნიშნე. ეს განსაკუთრებული გოლი იყო ჩემს კარიერაში და რა თქმა უნდა იგი ჩემს ვაჟსა და ოჯახს მივუძღვენი."
"რაც მადრიდში მოვედი, მას შემდეგ ვცდილობ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. უკვე 5 წელი გავიდა და ვიმედოვნებ, რომ აქ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩები. ყოველდღიურად ვაუმჯობესებ თამაშის ხარისხს და ამაში უდიდესი წვლილი თანაგუნდელებსა და მწვრთნელს მიუძღვით. სწორედ ისინი მეხმარებიან იმაში, რომ უკეთ ვითამაშო. გარდა ამისა, ვამაყობ, "რეალის" მესამე კაპიტანი ვარ."
"ყველა გუნდი, რომელიც "რეალის" წინააღმდეგ თამაშობს, ცდილობს შეაჩეროს იგი. "გრანადასთან" მატჩში მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს. ლიდერობას არაფრის დიდებით არ დავთმობთ, მითუმეტეს "ბერნაბეუზე", სადაც გულშემატკივარი ყოველთვის ლამაზ სანახაობას ელის."
- 7 იანვარი 2012
- 1 630
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.