კასილასის ქუჩა ესპანეთში

გუშინ, მადრიდის "რეალის" გოლკიპერის, იკერ კასილასის ღვაწლის გამო, ესპანეთის ქალაქ, მონტოლესში ერთ–ერთ ქუჩას იკერის სახელი უწოდეს. როგორც იცით, მადრიდელთა კარის დარაჯი, უკვე ზედიზედ მე–4 წელია, რაც მსოფლიოში საუკეთესო კიპერის ტიტულს იღებს. ცხადია, ამ ძალზედ მნიშვნელოვან ცერემონიას ზემოთ ხსენებულიც დაესწრო და თავისი ემოციები, კომენტარის სახით გაგვიზიარა.

აქვე გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერმა მიიღო, რასაც იკერი გამოეხმაურა:"ყველამ იცით, რომ წარმოშობით მონტოლესიდან ვარ. შესაბამისად, აქაურობა ძალიან მიყვარს და ვცდილობ, თავისუფალ დროს მშობლიურ მხარეს ვეწვიო. უღრმეს მადლობას ვუხდი ქალაქის მერს, ვინაიდან მან ჩემი სახელი უწოდა ერთ–ერთ ქუჩას. ამ ყველაფრის გამო, უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და ამას არასდროს არ დავივიწყებ. ბავშობაში ყოველთვის მსურდა კიპერობა, ეს სურვილი კი ოცნებად მექცა, რაც ძალიან მალე ამიხდა".

"რასაკვირველია, პასუხისმგებლობა ამ ქალაქისა და ქუჩისადმი ორმაგად ძლიერი გახდა. შევეცდები, რომ მოსახლოება ხშირად მოვინახულო. ჩემი საფეხბურთო კარიერა მონტოლესში დაიწყო და ჩემს ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი, სწორედ ამ ქალაქის საუკეთესო სპეციალისტს მიუძღვის".


შეგახსენებთ, რომ აქამდე ქუჩას "Avenida de los Deportes" ეწოდებოდა, ანუ სპორტის გამზირი. გუშინ, ეს სახელი "Avenida De Iker Cassilas"–ით შეიცვალა. შესაბამისად, ქუჩას ეწოდება იკერ კასილასის სახელობის გამზირი. ნიშანდობლივია, რომ ესპანელი მეკარე ამ ქალაქში იქნა გაზრდილი და ამის გამო, იგი ძალიან ხშირად სტუმრობს მონტოლესს.

Realmadrid.com

  • tata
  • 6 იანვარი 2012
  • 1 971
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)