ბენზემა: "ახლა ვაკეთებ იმას, რასაც ადრე ვერ ვბედავდი"
სამეფო კლუბის ცხრიანმა ესპანური გამომცემლობა AS-ის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
- რეალმა ძალიან რთული მატჩი ჩაატარა. მალაგამ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, საბოლოო ჯამში კი გამარჯვება რეალს დარჩა...
- პირადად მე ჩემი სამუშაო შევასრულე, ისევე როგორც ჩემმა თანაგუნდელებმა. თავიდანვე ვიცოდით, რომ მალაგა მადრიდის დასათვალიერებლად არ იყო ჩამოსული. ისინი ყველანაირი კომპლექსებისა და სირთულეების გარეშე ახერხებდნენ ბერნაბეუზე თამაშს. თუმცა ამ ყველაფერს თავისი გამართლებაც აქვს, საშობაო შვებულების შემდეგ ცოტა არ იყოს ფორმიდან ამოვვარდით.
- პირველმა ტაიმმა ხომ არ აჩვენა, რომ გუნდს კრიზისი დაეწყო?
- არა. 1 კვირიანი შესვენების შემდეგ ყოველთვის რთულად ვიგებთ მატჩებს. სიმართლე გითხრათ ის რომ გვეთამაშა, როგორც ეს მეორე ტაიმში გავაკეთეთ თამაშის ინტრიგას დასაწყისშივე მოვკლავდით. ახლა მთავარია მალე დავივიწყოთ მატჩის პირველი ნაწილი და მეორეზე ვიფიქროთ.
- რა გითხრათ მოურინიომ შესვენებისას?
- გვთხოვა ბოლომდე დავხარჯულიყავით.
- თქვენ აშკარად გააუმჯობესეთ თამაშის ხარისხი...
- მართალი ხართ, ახლა იმას ვაკეთებ, რასაც ადრე ვერც კი ვბედავდი. ახლა უკვე აღარ ვფიქრობ ცუდად ჩატარებულ მატჩებზე და მხოლოდ პოზიტიურს ვიხსენებ. თავდაჯერებული ვარ და მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში ვარ. ასე რომ ახლა უფრო ხშირად ვბედავ თამაშის საკუთარ თავზე აღებას.
თქვენ ძალიან რთული გოლი გაიტანეთ...
- როდესაც იგუაინთან ერთად ვთმაშობ ძალიან ხშირად ჩნდება ცარიელი ზონა. სწორედ ასეთ დროს გავიტანე გოლი. ძალიან გამიხარდა, რომ გადამწყვეტი გოლი გავიტანე, თუმცა ამაში ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაც ძალიან დიდია. ახლა მთავარია ფრთხილად ვიყოთ, რადგან რთული საპასუხო მატჩი გველის.
- 5 იანვარი 2012
- 3 026
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.