სერხიო რამოსი გუნდს შეუერთდა
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, კვირის პირველი ვარჯიში გამართეს "ვალდებებასზე". პორტუგალიელი სპეციალისტის განკარგულებაში პირველი გუნდიდან 21 მოთამაშე, ხოლო "კასტილიიდან" 3 ფეხბურთელი იყო.
როგორც იცით, სამეფო კლუბი მზადებას გადის "გრანადასთან" მატჩისთვის, რომელიც მიმდინარე უიქენდზე გაიმართება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშეს სერხიო რამოსმა და რიკარდო კარვალიომ, თუმცა სამწუხაროდ, პეპე ვერ დაესწრო სესიას მცირე ტრავმის გამო.
ჟოზეს განკარგულებაში 24 ფეხბურთელი იყო, კერძოდ გონსალო იგუაინი, ლასანა დიარა, რაულ ალბიოლი, კრიშტიანუ რონალდუ, მარსელო, ჩაბი ალონსო, რიკარდო კარვალიო, ესტებან გრანერო, ფაბიო კოენტრაო, რიკარდო კაკა, მესუთ იოზილი, ალვარო არბელოა, რაფაელ ვარანე, სამი ხედირა, ქარიმ ბენზემა, ნური შაჰინი, ჰამიტ ალტინტოპი, ხოსე კალეხონი, ალექსი, ალვარო მორატა და ნაჩო ფერნანდესი.
Realmadrid.com
- 5 იანვარი 2012
- 1 625
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.