მადრიდის "რეალი" 78-74 "ბარსელონა"

გუშინ გაიმართა მორიგი "ელ კლასიკო", რომელსაც "პალასიოსის" არენამ უმასპინძლა. საქმე ეხება მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის მატჩს. ფავორიტად ექსპერტები "ლურჯ-წითლებს" მიიჩნევდნენ, თუმცა მათი პროგნოზები არ გამართლდა და შესაბამისად, დედაქალაქელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში.

მადრიდის "რეალი" 78-74 "ბარსელონა"


შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და მრავალმხრივი იყო, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. მადრიდელებმა მატჩის ოთხ შუალედში დაჯაბნეს მეტოქე გუნდის მოთამაშეები და 78-74 იმარჯვეს. მატჩის საუკეთესო კალათბურთელად მიროტიჩი და ქეროლი დასახელდნენ. ორივე მათგანის ანგარიშზე 16-16 მოპოვებული ქულაა. ამ მაჩვენებლით, "ლეგალ ბარსელონიდან" ყველაზე შედეგიანი მიჩელი იყო, რომლის ანგარიშზეც 14 მოპოვებული ქულაა.

მადრიდის "რეალი" 78-74 "ბარსელონა"


ნიშანდობლივია, რომ მატჩის გამარჯვებული ბოლო წუთამდე უცნობი იყო. სწორედ ამ პერიოდში, "თეთრებმა", კერძოდ მარტინესმა უმნიშვნელოვანესი ტყორცნა განახორციელა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ამ გამარჯვებს შედეგად, პაბლო ლასოს შეგირდები ACB-ის გათამაშებას ლიდერობენ.

საინტერესოა ისიც, რომ გამართულ მატჩს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, რაფაელ ნადალი, კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე ირინა შეიკი ესწრებოდნენ.

მადრიდის "რეალი" 78-74 "ბარსელონა"


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

  • tata
  • 5 იანვარი 2012
  • 2 629
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)