ტორილის ბრწყინვალე შედეგი
”კასტილია” ალბერტო ტორილის ხელმძღვანელობით გასაოცარ ფეხბურთს აჩვენებს. მან გუნდი 2011 წლის 4 იანვარს ჩაიბარა. 37 შეხვედრაში, რომელიც 2011 წელს პატარა მადრიდისტებმა გამართეს , მათ , როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 25-ჯერ იმარჯვეს, 9-ჯერ ფრეს დასჯერდნენ, ხოლო 3-ჯერ კი დამრცხდნენ (გაიტანეს 84 გოლი და გაუშვეს მხოლოდ 28). ტორილმა სადებიუტო შეხვედრა 4:1 მოიგო ”კარუხოს” წინააღმდეგ , ხოლო წელი კი ლიდერის რანგში დაასრულა 37 ქულით.
წინა წელს, ტორილმა სხვა უფრო მცირე ასაკის ფეხბურთელთა გუნდების მოთამაშეებსაც მისცა დებიუტის საშუალება. 19 წლამდე ფეხბურთელებიდან ხესეს ქონდა დებიუტი , ეს მოხდა 21-ე ტურში ”ლას პალმასის” წინააღმდეგ. 19 წლამდელებიდან ასევე იყო გარსია ნოლეხიასი, მისი დებიუტი 33-ე ტურში მოხდა. ”მადრიდის რეალი ც”-დან ”კასტილიაში” ითამაშა ოსკარ პლანომ 35-ე ტურში ”მონტანეროსის” წინააღმდეგ, სადაც მან გოლის გატანაც მოახერხა. საერთო ჯამში ახალგაზრდა 8 მადრიდისტას ქონდა ტორილის ხელმძღვანელობით პირველ გუნდში თამაშის საშუალება. ესენი იყვნენ:
2. ნაჩო (23-04-2011 ”ვალენსია” ”მადრიდის რეალი” 3:6)
3. ტომას მეხიასი (10-05-2011 ”მადრიდის რეალი” ”ხეტაფე” 4:0)
4. ხესუსი (21-05-2011 ”მადრიდის რეალი” ”ალმერია” 8:1)
5. ხოსელუ (21-05-2011 ”მადრიდის რეალი” ”ალმერია” 8:1)
6. მენდესი (07-12-2011 ”აიაქსი” ”მადრიდის რეალი” 0:3)
7. ხესე (3-12-2011 ”პონფერადინა” ”მადრიდის რეალი” 0:2)
8. კასადო (20-12-2011 ”მადრიდის რეალი” ”პონფერადინა” 5:1)
ხუან კარლოსის , სარაბიასა და ფრან რიკოს წასვლამ წინა წლის ზაფხულში აღმოფხვრილ იქნა რიოსისა და მენდესის დამატებით და ”მადრიდის რეალ ც”-დან ოსკარ პლანოსა და ლუკასის გადმოყვანით, ისევე როგორც 19 წლამდელებიდან ომარისა და ხესეს დამატებით.
2011 წლის 37 ჩატარებული შეხვედრის მიხედვით ყველაზე ეფექტური ხოსელუ იყო, საერთო ჯამში მას 18 გატანილი გოლი დაუგროვდა. გარდა ამისა, ხოსელუმ თავის გამოჩენა ორჯერ პირველ გუნდშიც მოახერხა. მეორე ადგილზე მორატაა 16 გატანილი გოლით.
- 5 იანვარი 2012
- 1 468
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.