მოუს ინტერვიუ
"პირველ ნახევარში რბილად რომ ვთქვათ ცუდად ვითამაშეთ. კონცენტრაცია დავკარგეთ და დიდი შეცდომები დავუშვით საკუთარ საჯარიმოში, მაგრამ ჩემმა გუნდმა ეს ყველაფერი მეორე ნახევარში ნაჩვენები თამაშით და გულშემატკივრების მხარდაჭერით გამოასწორა. ძნელია ასეთი მხარდაჭერის მოპოვება მაშინ, როცა თამაშს აგებ.”
”ფეხბურთელებს უნდა კითხოთ რატომ და რის გამო შეიცვალნენ მეორე ნახევარში. კითხეთ, რატომ არ გააკეთეს პირველ ნახევარში ის, რაც მეორე ნახევარში? ანალოგიური კითხვები მექნებოდა მეც. მე ვეცდები ამ კითხვებზე პასუხი გუნდისგან მივიღო. რაც ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია, ესაა მოგება. უმნიშვნელოვანესია წლის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე გამარჯვებას მიაღწიო. ეს დიდი უპირატესობაა განმეორებითი შეხვედრის წინ.”
” ”მალაგამ” თავისი თამაში აჩვენა. თავს კარგად იცავდნენ და გოლის გატანის ბევრი შანსი არ ჰქონიათ, მაგრამ მეორე სართულზე ბრწყინვალედ გამოიყურებდონენ. მუშაობა ეტყობათ და კარგად არიან შეთამაშებულნი. მალაგაში უპირატესობით ჩავდივართ, მიუხედავად ამისა, თამაში ძალიან ძნელი იქნება. მეორე ნახევარში უფრო მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო”
"არ მინდა კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარი და მათკენ თითის გაშვერა. რაღაც სხვა რამის გაკეთება ვცადე. იმ სამ ფეხბურთელს, რომელიც მე შევცვალე დასვენებულებზე ცუდად არ უთამაშიათ. ყველას შევცვლიდი, რომ შემძლებოდა. მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ ახალი დღეა. მესმის, რომ გავრისკე იმისთვის, რომ სიტუაცია შემეცვალა. მიჯობს ასე წავიდე სახლში, ვიდრე ცვლილებების განხორციელება იღბალს მიავნდო.”
”მჯერა, რომ კარგ ფორმაში ვართ, მიუხედავად ცუდი პირველი ნახევრისა. დროის რაღაც პერიოდში ჩვენი გონება უკვე ”გრანადას” დამარცხებაზე იყო ორიენტირებული და შემდეგ უკვე ”მალაგას” გამოთიშვაზე. მე მირჩევნია დღეს დავმარცხებულიყავი, ვიდრე წავაგო შაბათის თამაში.”
- 4 იანვარი 2012
- 3 797
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.