კარლოსი "ბერნაბეუს" ესტუმრა

რობერტო კარლოსი, ეს სახელი და გვარი არასოდეს დაავიწყდებათ მადრიდელ "ინჩასებს."ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც ძალიან დიდი კვალი დატოვა სამეფო კლუბში, ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც თავიდა გადაწერა კლუბის ისტორია, ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერი გაიღო "რეალისათვის."

ლეგენდარული "3" ნომერი 2 წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა "სანტიაგო ბერნაბეუზე," მაგრამ ამჯერად სტუმრის რანგში.რობერტომ სტადიონის მინდორი და ტიტულებისათვის განკუთვნილი ოთახი მოინახულა: "დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ამ ტიტულებს კიდევ არა ერთი მიემატება" - აღნიშნმა ბრაზილიელმა, რომელიც "რეალის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა უცხოელ ფეხბურთელებს შორის.

კარლოსი მადრიდს მეუღლესთან ერთად ესტუმრა.მინდორზე გასვლის შემდეგ მან ცოლს უთხრა, რომ ძალიან მოენატრა აქ გატარებული წლები: "აქ მართლაც შესანიშნავი დრო მაქვს გატარებული.რამდენი თამაში ჩამიტარებია და რამდენი გოლი გამიტანია ამ სტადიონზე.სიმართლე გითხრათ, მომენატრა აქაურობა."

"მე მადრიდში დავტოვე მეტი, ვიდრე სტატისტიკა.მე საუკეთესო წლები აქ გავატარე და დიდი მადლობელი ვარ ამ კლუბის.ალბათ, სამეფო გუნდს ვერასოდეს გადავუხდი სათანადო მადლობას იმისათვის, რაც მან გამიკეთა."მუზეუმის დათვალიერებისას, კარლოსმა ის ბუცები აღმოაჩინა, რომელიც მან კლუბს დაუტოვა, თურქეთში წასვლის ჟამს.ლეგენდარულმა მოთამაშემ ბუცები ავტოგრაფით შეამკო.მის სახეზე განსაკუთრებით მაშინ გამოიხატა დიდი ღიმილი, როდესაც ფოტო გადაიღო ჩემპიონთა ლიგის იმ სამ ტიტულთან, რომელთა სახელიც მას უკავშირდება.

"ლიგის სამი თასი - შესანიშნავი მოგონებაა.ალბათ, ძალიან გამიმართლა ამ რაოდენობის ტიტულების დაგროვება რომ შევძელი.ახლა უკვე ახალმა მოთამაშეებმა უნდა გააგრძელონ წარსულში წამოწყებული საქმე.პელერგინის გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები ირიცხებიან.მე მჯერა მათი." საინტერესოა, რომ მიუხედავად თურქეთში წასვლისა, ის მაინც ადევნებს თვალ-ყურს სამეფო გუნდის თამაშებს: "გუნდმა კარგად დაიწყო სეზონი და ამ ტემპის შენარჩუნება გვჭირდება.ვგონებ, ძალიან კარგი პროექტი წამოიწეყს ხელმძღვანელებმა."

რობერტო გამოეხმაურა მარსელოს თამაშსაც: "მოხარული ვარ, რომ ბოლო დროს კრგად მიდის საქმეები ახალგაზრდა ფეხბურთელს.ის თავდაუზოგავად მუშაობს და იმედია ბევრს მიაღწევს."მიუხედავად ყველაფრისა, ის აცხადებს, რომ მისი გული ისევ მადრიდშია: "მე წავედი თურქეთში, მაგრამ მადრიდი ჩემი სახლია.დიდი სურვილი მაქვს, მომავალში კლუბში დავიწყო მუშაობა."

აღსანიშნავია, რომ "ბერნაბეუს" ტურზე მყოფ ტურისტებს ძალიან გაუმართლად, რამეთუ მათ სრულიად შემთხვევით რობერტო კარლოსთან ერთად მოახერხეს სურათების გადაღება.

რობერტო კარლოსი მსოფლიოს საუკეთეს მარცხენა გარემარბია.მან თავისი იდეალური სისწრაფითა (ის 100 მეტრს 10.9 წამში გარბოდა) და ყუბმარისებული დარტყმით (მისი გასროლის სიჩქარე იყო 140 კმ/სთ) გააცნო თავი მსოფლიოს.ბრაზილიელი ნამდვილი "მადრიდისტაა."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)