რუდი ბერნაბეუზე ბრუნდება
ჰოლანდიელი თავდამსხმელი რუდ ვან ნისტელროი "თეთრი" პუბლიკის წინაშე ბრუნდება.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. 2010 წლის 24 იანვარს რუდი დაემშვიდობა სანტიაგო ბერნაბეუს და გეზი გერმანიისაკენ აიღო. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნისტელროიმ დიდი სიყვარული მოიპოვა მადრიდელი გულშემატკივრებისა მისი ლამაზი ბურთაობის ხარჯზე რომელიც მას ყოველთვის კარგად გამოსდიოდა. ყველას კარგად გვახსოვს რუდის წასვლა და ის ტკივილი რაც ამას მოყვა.
შემდეგ იყო ჰიგუაინის ოპერაცია რა დროსაც მადრიდის "რეალს" თავდამსხმელი დაჭირდა. ყველას დიდი იმედი ჰქონდა, რომ დაიბრუნებდა სამეფო გუნდი მის ყოფილ გოლეადორს თუმცა არც მაშინ ისურვა განგებამ მისი ესპანეთში დაბრუნება, გერმანული "ჰამბურგი" სასტიკი წინააღმდეგი წავიდა იმისა, რომ ჰოლანდიელს 6 თვიან კონტრაქტზე მოეწერა ხელი "რეალთან". ეს სერიალი კი იმით დასრულდა, რომ მადრიდელებმა გუნდში ადებაიორი ჩარიცხეს რუდის ნაცვლად.
ერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა რუდის ბერნაბეუზე დაბრუნებისა, მაგრამ დღეს იგი კვლავ წარსდგება თეთრი პუბლიკის წინაშე, მაგრამ უკვე განსხვავებულ მხარეს, განსხვავებული ფორმით და განსხვავებული ფიქრებით. ის დღეს როგორც მადრიდელთა მეტოქე ისე გამოჩნდება მოედანზე და შეეცდება მისი ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრას. იმაში კი მთელი ქვეყანა დარწმუნებულია, რომ ვან გოლს ძალზედ თბილ დახვედრას მოუწყობენ მადრიდში.
- 3 იანვარი 2012
- 2 712
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.