რონალდო და იგუაინი – "მალაგას" კოშმარი
კრიშტიანო რონალდომ და გონსალო იგუაინმა ჯამში 18–ჯერ შეძლეს "მალაგას" კარის აღება...
როგორც იცით, ხვალ "რეალი" "მალაგას" უმასპინძლებს "კოპა დელ რეის" მეოთხედფინალში. "ბლანკოსი" ამ მატჩს რამდენიმე კარგი სტატისტიკით ეგებება, მათ შორის ერთ–ერთი თვალსაჩინოა 30 მატჩანი საშინაო წაუგებელი სერია "მალაგასთან". "მერენგებმა" ამ შეხვედრებში საშუალოდ 2.4 გოლის გატანა შეძლეს.
აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც, რონალდო და იგუაინი ანდალუსიურ კლუბთან უხვგოლიანობით გამოირჩევიან. პიპიტამ "მალაგის" კარის დალაშქვრა 8–ჯერ მოახერხა, ხოლო კრიშტიანომ 10–ჯერ. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელს სწორედ "მალაგასთვის" აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი "ლა ლიგაში".
"მალაგა" იგუაინისთვისაც საყვარელი კლუბია. მასაც ყველაზე მეტი გოლი "ლა ლიგაში" სწორედ ანდალუსიელების კარში აქვს გატანილი. არც ერთი გოლი არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც 2008 წლის 9 დეკემბერს "ბერნაბეუზე" შესრულებული პოკერი. მან განმეორებით მატჩში ანდალუსიაში ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს უმნიშნელოვანესი სამი ქულა მოაპოვებინა.
არ შემეძლო იმ შეხვედრის ვიდეომიმოხილვა არ დამედო, რომელშიც პიპამ პოკერი შეასრულა და "რეალს" დაძაბულ ბრძოლაში 4–3 მოაგებინა...
- 2 იანვარი 2012
- 2 413
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.