"ბლანკოსმა" რაფა დაარწმუნა

განვლილი სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო ვან დერ ვაარტის მომავალი..ყველანი მოუთმენლად ელოდნენ თუ სად წავიდოდა ჰოლანდიელი, თუმცა ასევე ყველას გაუცრუვდა იმედი, მას შემდეგ, რაც "რეალის" ხელმძღვანელობამ რაფა გუნდში დატოვა.

სამეფო გუნდმა 09/10 წ.წ. სეზონის დაწყების შემდეგ 8 შეხვედრა გამართა, თუმცა აქედან ვან დერ ვაარტი მხოლოდ ორ თამაშში გამოჩნდა მოედანზე და ისიც რამდენიმე წუთით.პირველად რაფაელი "ვილიარეალთან" გამოვიდა, ხოლო მეორედ კი "სანჩეს პისხუანზე" წინა კვირას ("მარსელის" წინააღმდეგ იყო განაცხადში, თუმცა ჩილელმა ის არ გამოყვანა მოედანზე).რა თქმა უნდა, გასულ მატჩში რთული იყო იმის დამტკიცება, რომ ფეხბურთელი იმსახურებს ძირითადში ადგილს."სევილიასთან" არა მარტო ვაარტს, არამედ მთელ "რეალს" არ გაუმართლა.

"მოედანზე ისეთ დროს შევედი, რომ რთული იყო რაიმეს გაკეთება."სევილიამ" შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებული მოგებაც მოიპოვა.რაც შემეხება მე, ბედნიეირ ვარ რომ ისევ გამოვჩნდი მოედანზე.იმედია მწვრთნელი კიდევ არა ერთხელ მენდობა." - ამბობს ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარი ვებ-საიტს მისცა მცირე ინტერვიუ.მოთამაშემ ასევე დასძინა, რომ "რეალის" ხელმძღვანელობამ ის დაარწმუნა იმაში, რომ თანდათან რაფას განკარგულებაში უფრო მეტი სათამაშო დრო იქნება.

რაფაელი ახლა ეროვნულ გუნდთან ერთად იმყოფება მატჩისწინა შეკრებაზე.ვფიქრობ, ფეხბურთელს კარგი შანსი აქვს, მოიგოს არა მხოლოდ მარვიიკის, არამედ პელეგრინის გულიც.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)