მოუ: "ვამაყობ, რომ "რეალის" მწვრთნელი ვარ"
როგორ გაატარეთ საშობაო არდადეგები?
ძალიან კარგად. ცოტა ხნით პორტუგალიაში ვიმყოფებოდი, აგრეთვე პარიზშიც, რა თქმა უნდა, ყველგან ოჯახთან ერთად. საკმაოდ კარგად დავისვენე და ახლა სრულიად მზად ვარ მუშაობას შევუდგე.
ექვსი თვე გავიდა იმ დროიდან, როცა თქვენ მომზადება დაიწყეთ ამ სეზონისთვის ლოს ანჯელესში. გუნდმა ითამაშა 16 ტური და "ლა ლიგას" ლიდერობს, აგრეთვე შესანიშნავად დაასრულეთ ჯგუფური ეტაპი, ადვილად გადალახეთ "კოპა დელ რეის" მერვედფინალი. როგორ შეაფასებდით სეზონის პირველ ნახევარს?
გუნდმა თავის დასახულ მიზნებს მიაღწია. მართალია ჯერ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ტიტულებს მოვიგებთ და დღევანდელი მდგომარეობა ამის არანაირ საბაბს არ გვაძლევს, თუმცა ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს და ლიდერობას ადვილად არ დავთმობთ. გუნდი შესანიშნავად ირჯება. კარგად გამოვიყურებით ყველა ტურნირზე, განსაკუთრებით "ლა ლიგაში". მინდა ვთქვა, რომ წლევანდელი სეზონი საოცარია, ჩენი მთავარი კონკურენტიც შესანიშნავად გამოიყურება და აუგის თქმა სხვა გუნდებზეც არ შემიძლია. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ყველა შეხვედრაში გავიმარჯვეთ და ცხადია, ეს ძალიან სასიხარულოა. ეს არ იყო უბრალო და ადვილი გამარჯვებები, ეს იყო ფანტასტიკური მუშაობის შედეგი. თასზე საქმეს სერიოზულად მივუდექით, მერე რა, რომ მეტოქე დაბალი დივიზიონიდან გვყავდა. შარშანაც ასე დავიწყეთ "მურსიადან". სამივე ტურნირს უდიდესი სერიოზულობით ვეკიდებით.
ამჟამად ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ღიაა. შედის თქვენს გეგმებში ფეხბურთელების დამატება?
არა, არ ვაპირებ ჩავერთო სატრანსფერო ფანჯარაში. ერთი თვე იქნება ღია, მაგრამ ჩემს გეგმებში ფეხბურთელების დამატება არ შედის. ყველა პოზიციაზე ერთბაშად რამდენიმე უმაღლესი კლასის მოთამაშე მყავს და რა საჭიროა სხვა? გუნდი შეთამაშებულია და დღევანდელი შემადგენლობით ყველა მატჩში ბოლომდე იბრძვის. ჩემთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. არავინ არ მჭირდება და არც არავინ დამჭირდება!
ხუთი თვე დარჩა სეზონის დასრულებამდე. რას ელით დარჩენილი დროსგან?
პირველ რიგში რაც მინდა, ეს ყველა ტურნირზე კარგად ასპარეზობაა. არ მსურს, რომ რომელიმე მათგანში ნაადრევად დავასრულოთ ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, გასულ სეზონთან შედარებით, წლევანდელში უფრო კარგად ვართ და გარკვეულწილად ეს იმის წინაპირობაა, რომ ძლიერად გამოვიყურებოდეთ. გვყავს ახალგაზრდა შემადგენლობა, რომელთან ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა ისინი თამაშ–თამაშ აუმჯობესებენ. რაც შეეხება ემოციურ მხარეს, ამრიგად ყველაფერი კარგადაა, ეს "ბარსელონასთან" მატჩშიც გამოჩნდა. მარცხი ფეხბურთელებს ამბიციებს არ უკარგავს. ეს ძალიან მომწონს.
გარდა ციფრებისა და სტატისტიკისა, "რეალი" აშაკარად ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. ცხადია, ამან ყველას ყურადღება მიიპყრო. რას იტყვით ამაზე?
მართლაც კარგად ვთამაშობდით. არის ხალხი, რომელიც ამას არ აღიარებს და გაიძახის, რომ "რეალი" მხოლოდ შედეგზე თამაშობს. ასეთი ადამიანები უბრალოდ სასაცილონი არიან. უდიდეს მოტივაციას გვმატებს, როცა "ბერნაბეუზე" ტრიბუნები შევსებულია და ცხადია, ეს ყველა მატჩზე ხდება.არანაკლებ მნიშნელოვანია გასვლითი შეხვედრები. უკანაკსნელ 18 თუ 19 მატჩში 16– თუ 17–ში გამარჯვება ვიზეიმეთ. ყველა გუნდს თავისი მიზანი აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაქვს. ფეხბურთი არის კულტურა, ყველას თავისი კულტურა აქვს, და ვფიქრობ, რომ მადრიდის "რეალი" ფანატასტიკური საფეხბურთო კულტურის მქონეა. შედეგი ლამაზი თამაშით მიიღწევა.
როგორც მწვრთნელი, საჭიროა, რომ გუნდთან უფრო შესისლხორცდე...
მე გუნდის ერთ–ერთი პატარა წევრი ვარ. ახლა კარიერის უმაღლეს დონეზე ვარ და აქ მუშაობით უდიდეს გამოცდილებას ვღებულობ. საკმარისია აქ მცირე ხნით გაჩერდე და მიხვდე სად ხარ და სა მიმართლებით მიდიხარ. მეც და გუნდს კარგი დრო გვიდგას. აქ არის ნდობა და ამავე დროს სტაბილურობა. რთულია ფეხბურთში რაიმე იწინასწარმეტყველო, რთულია ბევრი რამის გადაწყვეტა, რთულია განსაზღვრო ის, თუ რომელი თვე იქნება გადამწყვეტი, იქნება ეს მაისი თუ სხვა. ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც შედეგი თერთმეტ თვიანი მუშაობის შედეგად მიიღწევა. ფეხბურთი მოულოდნელობებითაა აღსავსე. განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ "ლევანტესთან" წავაგებდით და "რასინგთან" ფრეს ვითამაშებდით? მაგრამ, ეს ფეხბურთია და მას თან სდევს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური მომენტები...
ახლახანს იყო საუბარი BBC–ზე თქვენი "რეალიდან" შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით...
ეს გადაცემა არის ოლიმპიადაზე, სპორტის განვითარებაზე, აგრეთვე სხვადასხვა ინდივიდუალურ სპორტსმენებზე და ვფიქრობ, რომ ყველა ეს თემა უფრო მნიშვნელოვანია ხალხისთვის, ვიდრე იმის გარჩევა, თუ სად წავა მოურინიო. ნებისმიერი ინტერვიუს ბოლოს, რომელიც გრძელდება მცირე ხნით, ან 20, 25 ან 35 წუთით, ყოველთვის მისვამენ კითხვას, თუ როდის წავალ ინგლისში. მედიაში აიტაცეს ის, რომ მე მსურს იქ დაბრუნება, მაგრამ მე ახლა მადრიდის "რეალში" ვარ, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. უახლოესი წლების განმავლობაში ჩემს გეგმებში არ შედის "ბლანკოსის" დატოვება. ეს როდის მოხდება არ ვიცი და ამაზე არც ვფიქრობ. ერთადერთი საფიქრალი ის მაქვს, რომ "რეალთან" ერთად რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო. უკვე მოსაბეზრებელია ჩემზე "ჭორაობა"...
"A couple of years" – თქვენ ზუსტად ასე განაცხადეთ ერთ–ერთ ინტერვიუში, როცა დაგისვეს კითხვა, თუ რამდენ ხანს აპირებდი "რეალში" დარჩენას...
დიახ, ინგლისურიდან ეს ითარგმნება, როგორც წყვილი წლებისა, ანუ 2 წელი, მაგრამ ეს ასე არ არის. "A couple of years" შეიძლება ითქვას სამ, ოთხ და თუნდაც ოც წელზე. ხალხმა ეს უბრალოდ სხვაგვარად გაიგო და მედიამ მაშინვე აიტაცა. ნამდვილად არ ვაპირებ "რეალში" მხოლოდ ორი წლის გატარებას. კარიერის საუკეთესო წლები აქ მელის. მინდა, მაქსიმალურად კარგად ვიმუშავო. ვფიქრობ არამარტო დღევანდელ დღეზე, არამედ ხვალინდელზეც. მაქვს ჩემი პროექტი, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი. ჯერ სრულიად არ განმიხორციელებია და ყოველივე კარგი და საუკეთესო წინ მაქვს. ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტთან, კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, მაგრამ ეს სულ არ მანაღვლებს. ჩემთვის ყოველგვარი ხელშეკრულება მეორეხარისხოვანია. მთავრია, რომ "რეალს" ვუდგავარ სათავეში და მე ამით ვამაყობ. უზომოდ ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ.
იკერმა განაცხადა, რომ თქვენ დიდი ხნით აპირებდით აქ დარჩენას...
დიახ, სევილიაში მატჩის წინ სადილზე, ფეხბურთელებმა მე კითხვები "დამაყარეს" : "მისტერ, ჩვენ ვიმსჯელეთ, ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ თქვენთვის კითხვა დაგვესვა, იყავით პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიაში, ხართ ესპანეთში, რომელი იქნება შემდეგი?" ალბიოლმა ალბათ პორტუგალიაში წახვალო, არბელოა და ალონსო არ დაეთანხმენ და ინგლისზე შეაჩერეს არჩევანი. მე რა უნდა მეთქვა თუ არა, რომ შეეწყვიტათ ამაზე საუბარი და ვუპასუხე, რომ მე ყველაზე მინიმუმ კიდევ ორი სეზონი დავრჩები რაც არ უნდა ცუდი შედეგი მქონდეს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, კონტრაქტის ამოწურვამდე აქ ვიქნები. ყველაფერი ხუმრობის ფონზე მოხდა, მაგრამ ცხადია, ეს სიმართლეა. მე და იკერი ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ, ის ყოველთვის ხვდება ჩემს ფიქრებსა და იზიარებს მათ...
კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც თქვენ ძალიან უყვარხართ, ეს მესუთ ოზილია. მანა განაცხადა, რომ მისთვის მამასავით ხართ...
დიახ. როცა მე დამინახავენ, მესუთს ეხუმრებიან – "ნახე მამაშენი მოდის", ან მე მეუბნებიან – "შენი შვილი იქ არის". ზოგი კიდე მეუბნება: "მისტერ, თქვენი შვილი ბევრად კარგად გამოიყურება, ვიდრე ოზილი და გისურვებთ, რომ არასდროს გყავდეთ მესუთისავით მახინჯი შვილი." ეს სიტყვები იმის დასტურია, რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის კარგი ურთიერთობაა. ძალიან ბევრი ხუმრობებია ჩვენთან და ცხადია, ეს არავის არ სწყინს.
კრიშტიანო რონალდო, ფეხბურთელი, რომელმაც "მაჩესტერიდან" მოსვლიდან 112 მატჩში 111 გოლი გაიტანა, 2011 წელს კი 58–ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ეს ხომ საოცარი შედეგია...
ეს მართლაც, რომ საოცარი ციფრებია. იგი არის ფეხბურთელი, რომელიც ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს "რეალში", მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გუნდი მასზეა დამოკიდებული. კრიშტიანოც არ იქნებოდა ასე, რომ არა თანაგუნდელების მხარდაჭერა. ჩვენთვის და მათ შორის, რა თქმა უნდა, რონალდოსთვისაც გუნდური ტიტულები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე ინდივიდუალური, მაგალითად ოქროს ბუცი.
და ბოლოს... გვიამბეთ თქვენს 2012 წლის სურვილებზე...
მე არ ვიცი რა ტრადიციებია ესპანეთში, მაგრამ ჩვენთან ,პორტუგალიაში ახალ წელს წესად გვაქვს თორმეტი გამხმარი ყურძნის კუმპლის(ქიშმიში) ჭამა და ამ დროს სურვილების ჩაფიქრება. სხვა სურვილებთან ერთად, ცხადია "რეალის" წარმატება და ტიტულების მოგება ჩავიფიქრე. იყავით ჩვენთან ერთად და ეს ერთად ვიზეიმოთ ტკბილი გამარჯვებები.
- 2 იანვარი 2012
- 2 615
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.