"რეალი" რონალდოს გამო აღელვებულია
როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანო რონალდომ, "სევილიასთან" თამაში ტრამვის გამო გამოტოვა.
რონი ამჟამად პორტუგალიის ნაკრებთან ერთად არის შეკრებაზე და ემზადება შაბათის მატჩისთვის "უნგრეთის" ნაკრების წინააღმდეგ.მადრიდში ფიქრობენ, რომ კარგი იქნება თუ ფეხბურთელი ამ დაპირისპირებაში არ მიიღებს მონაწილეობას, რამეთუ შეიძლება ტრავმა გაღიზიანდეს, რაც სავალალო შედეგს მოუტანს ფეხბურთელს."რეალის" სამედიცინო შტაბის წარმომადგენლის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ კრიშტიანუს კოჭის ტრავმა გაუმიზეზდა, ის 10 დღის განმავლობაში უძლური იქნება.
ოფიციალური მადრიდი, თითქმის ყოველდღე პორტუგალიას სხვადასხვა კომუნიკაციური საშუალებებით უკავშირდება, რათა მოიკითხოს "9" ნომრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.მოთამაშის თქმით მისი გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, რაც აისახება იმაში რომ ის შაბათს შეძლებს თამაშს.ამასთან დაკავშირებით კეირუშმაც გააკეთა კომენტარი: "ის ითამაშებს თუ მწყობრში იქნება."
იმედია, ფეხბურთელის გამოსვლა კრახით არ დასრულდება.
- 7 ოქტომბერი 2009
- 3 164
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.