სამი ხედირას ინტერვიუ
2010 წელს საფეხბურთო სამყარომ თქვენ აღმოგაჩინათ. როგორ ჩაიარა 2011 წელმა?
ეს იყო ბევრი შრომისა და ვარჯიშის წელი. ამბობენ, რომ მეორე სეზონი დიდ კლუბებში ყოველთვის მძიმე და რთულია, მაგრამ მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ. სწორ გზას ვადგრავარ. მაღალი კონკურენციის გამო ხშირად თამაშს ვერ ვახერხებდი, მაგრამ როცა ფორმაში ვიყავი, იშვიადა ვხვდებოდი სათადარიგოთა სკამზე.
ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი - ელ კლასიკოა... გეწყინათ?
ჩემთვის ეს ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, ძალიან თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი ის კვირა, რომ მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოსვულიყავი, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელები იღებენ, ზოგჯერ სხვა გზა, გარდა იმისა რომ ეს მიიღო, უბრალოდ არ არის.
თქვენ კვლავ თვლით, რომ მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია?
ჩემი აზრი არ შეცვლილა, უბრალოდ ის უფრო გამყარდა. ეს არ არის იმაზე დამოკიდებული, გამოვალ თუ არა მე მოედანზე.
როგორ იმოქმედა თქვენზე ”ბარსასთან” განცდილმა მარცხმა?
მას არ უმოქმედია ჩვენს მორალურ სულისკვეთებაზე და თავდაჯერებულობაზე. მე ჯერჯერობით ვერ ვპოულობ ახსნას. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ გავიმარჯვებდით. ამიტომაც იყო მარცხი ასე მტკივნეული. მიუხედავად ამისა, პირველ წრეში ბრწყინვალე ფეხბურთი ვაჩვენეთ. ზედიზედ 15 შეხვედრა მოვიგეთ, მათ შორის სერიოზული მეტოქეების წინააღმდეგ, ეს კი ნიშნავს, რომ შეგვწევს ძალა ყველა ტიტულს დავეუფლოთ. ამჟამად ჩვენი მიზანი მხოლოდ სამეფო თასი არაა, ჩვენ უფრო დიდი მიზნები გვაქვს.
- 28 დეკემბერი 2011
- 3 467
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.