დელ ბოსკე რაულის კანდიდატურას განიხილავს
მას შემდეგ, რაც დავიდ ვილამ სერიოზული ტრავმა მიიღო, ვისენტე დელ ბოსკეს დიდი თავსატეხი გაუჩნდა. ამ ტრავმამ ელ კაპიტანოს ნაკრებში დაბრუნების შანსი მისცა, რადგან შალკეს შვიდიანი ბრწყინვალე ფორმაშია, მან 17 მატჩში 10 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
დელ ბოსკემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "რაულთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ნაკრების კარს არავის ვუკეტავ. აგრეთვე მაწუხებს ის ფაქტიც, რომ ნაკრები ძირითადად რეალისა და ბარსას ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ამ ორ გრანდს კი ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს და ფეხბურთელები ევრო 2012-ისათვის ძალიან გადაღლილნი იქნებიან."
წყარო: Goal.Com
- 24 დეკემბერი 2011
- 3 985
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.