მოუ ალტინტოპს არ შეელევა
შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ხმები ალტინტოპის "რეალიდან" წასვლის შესახებ, გაქარწბულია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰამიტს პრიმერაში ხშირად არ უწევს მოედანზე გამოსვლა, ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის ბოლო შეხვდრებში, სასტარტო მოთამაშის სტატუსი მოირგო."ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პირველი გოლის გატანაც მოასწრო "თეთრი" მაისურით.
თურქულ "Hurriyet"-სთან საუბრის დროს, მოურინიომ ალტინტოპის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "ჰამიტი უნივერსალური ფეხბურთელია, რაც გუნდს სამივე ტურნირზე გამოადგება."
მოკლედ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ დატოვებს კლუბს.
- 24 დეკემბერი 2011
- 2 835
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.