ინჩასებს კალეხონის "ძირითადელობა" სურთ

პოპულარულმა გამოცემამ "ას" საკმაოდ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: "იმსახურებს ხოსე კალეხონი სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაშს?"

ინჩასების 90 % მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა კანტერანო მოთამაშე ძირითად თერთმეტეულში ადგილს აუცილებლად იმსახურებს, რადგან მისი მომზადება და მონდომება დასაფასებელია და სასტარტოში ხშირად გამოსვლის შემთხვევაში იგი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და გუნდისთვის მეტ სარგებელს მოიტანს.

მიუხედავად იმისა, რომ ხოსეს არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა, იგი მუდმივად ახერხებს გოლების გატანას და გუნდის დახმარებას. აღსანიშნავია, რომ კალეხონმა რონალდოსთან ერთად ყველა ტურნირზე მოახერხა თავის გამოჩენა, იგი არც დუბლების შესრულებას "ერიდება", ახალგაზრდა ესპანელი ნამდვილად ამართლებს გაცემულ ავანსებს.

ვნახოთ რამდენად გაითვალისწინებს ჟოზე მოურინიო გულშემატკივართა სურვილს და არჩევანს, ფაქტი კი ნამდვილად ერთია, ხოსე მოწოდების სიმაღლეზე დგას და ყოველდღიურად პროგრესირებს.

  • Hala
  • 22 დეკემბერი 2011
  • 3 313
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (13)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)