მორიგი ”კანონის ზედმიწევნით დაცვა” RFEF -ს მხრიდან
ესპანეთის ფეხბურთი სამეფო ფედერაციის (RFEF ) მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ”მადრიდის რეალს” ეხება სულ უფრო და უფრო სასაცილო ხდება. მათი განმარტებები კი უბრალოდ აბსურდული.
ამჟამად ზემოთხსენებულმა ორგანიზაციამ ”მადრიდის რეალი” მთელი 602 ევროთი დააჯარიმა (თანხაზე არ არის საუბარი, უბრალოდ მიდგომაა ცუდი ავტ.). არ გაინტერესებთ რისთვის? ”იმ აქციისთვის, რომელიც ანხელ დი მარიას მიერ ”სევილიას” კარში გატანილ გოლს მოყვა”.
არ გესმით? ეხლავე, საქმე იმაშია, რომ როგორც გახსოვთ, ”სევილიას” კარში გოლის გატანის აღნიშვნისას ანხელ დი მარიამ მაისური აწია (სათადარიგოთა სკამზე მსხდომთ გამოართვა), რომელზეც ეწერა ”გერმან, შენ ჩვენ ძალიან დაგვაკლდები”.
ეს მაისური და ზედ არსებული წარწერა ეძღვნებოდა არგენტინელ ფეხბურთელს, რომელიც წინა კვირას გარდაიცვალა.
კანონდარღვევათა მუხლ №122-ზე დაყრდნობით RFEF აჯარიმებს ”მადრიდის რეალს”. თურმე, ნუ იტყვით და მათი განმარტებით არგენტინელი კიდევ კარგად გადარჩენილა, დი მარიას 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციაც კი ელოდა ეს ეპიზოდი კლოს გომესს საკუთარ ანგარიშში რომ მოეხსენიებინა.
აღნიშვნის ღირსია, რომ ”სევილია” არ იქნა დაჯარიმებული მისი გულშემატკივრების ქცევის გამო, რომლებიც ”თეთრების” ფეხბურთელებს ლაზერებს ანათებდნენ. საჯარიმოს შესრულებისას ადგილობრივი ქომაგები ხაბი ალონსოს დაბრმავებას (იგულისხმება, რომ ლაზერს ანათებდნენ და ხელს უშლიდნენ დარტყმის ნორმალურად შესრულებაში) ცდილობდნენ... ეს ეპიზოდი მატჩის არბიტრმა ჩაწერა თავის ანგარიშში, მაგრამ...
- 22 დეკემბერი 2011
- 3 112
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.