"კასტილიაც" შემოდგომის ჩემპიონია
როგორც იცით, მადრიდის "რეალის" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდებმა, აგრეთვე "კასტილიამ" და "რეალ მადრიდ ც"–მ ე.წ. შემოდგომის ჩემპიონობა მოიპოვეს. ახლა ყურადღება "კასტილიაზე" გავამახვილოთ. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ტორილის შეგირდებმა "სეგუნდა ბ"–ს უკანასკნელ ტურში შინ "ალკალასთან" უგოლო ფრე ითამაშეს, თუმცა ამას მათი ლიდერობისთვის საფრთხე არ შეუქმნია. 37 ქულით "კასტილია" მეორე ჯგუფის სათავეში მოექცა – 11 მოგება, 4 ფრე და 3 წაგება, ბურთების შეფარდება 32–14–ზე.
აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ "კასტილია" შემდგომის ჩემპიონი 2004–2005 წლების სეზონის შემდგომ არ გამხდარა. მაშინ მადრიდისტები 38 ქულით ლიდერობდნენ "სეგუნდა ბ"–ს, ხოლო გატანილი გოლების მაჩვენებელი 25–8–ზე გახლავთ.
ბოლო წლების მანძილზე "კასტილიას" პირველად აქვს შანსი არამარტო შემდგომის ჩემპიონობას დასჯერედეს, არამედ სეზონის ბოლოს თასიც აღმართოს. აქვე გეტყვით, რომ 7 წელია მადრიდისტებს არანაირი ტიტული არ მოუგიათ.
- 21 დეკემბერი 2011
- 1 660
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.