”რეალმა” კოპა დელ რეიზე მშრალი სერია შეწყვიტა
”მადრიდის რეალს” მართლაც რომ კარგი სეზონი აქვს. ”თეთრებმა” საკუთარი მშრალი სერიის რეკორდი დაამხეს კოპა დელ რეიზე. მათ მთელი 616 წუთის მანძილზე არ ჰქონდათ გოლი გაშვებული. წინა რეკორდი ისევ თეთრებს ეკუთვნის, 1988/89 და 1989/90 წწ-ებში ”ბლანკოსებმა” კარი მშრალად 595 წუთის მანძილზე შეინახეს.
შთამბეჭდავი სერია წინა სეზონში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” დაიწყო ”ატლეტიკო მადრიდის” წინააღმდეგ თამაშისას. მაშინ ფორლანმა კასილასი მე-7 წუთზე დაამწუხრა. იქიდან მოყოლებული ”თეთრებს” გოლი არ გაუშვიათ. ნათქვამია, ყველაფერი იქ მთავრდება, სადაც იწყებაო, ხოდა გუშინ ისევ ”სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე აკოარნმა დაუსვა წერტილი ”ბლანკოსების” ამ სერიას.
არც ”მადრიდის ატლეტიკო” განმეორებით შეხვედრაში, არც ”სევილიას” ნახევარფინალში და არც ”ბარსელონას” ფინალში არ გაუტანია გოლი ”რეალის” კარში.
- 21 დეკემბერი 2011
- 2 874
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.