"რეალი" – "პონფერადინა" [პრევიუ]
დღევანდელი შეხვედრა მადრიდის "რეალისთვის" უკანასკნელი იქნება 2011 წელს. თუ "ბლანკოსი" გაიმარჯვებს, კლუბის 109 წლის არსებობის მანძილზე მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი საუკეთესო იქნება ისტორიაში. ასე რომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მადრიდისტები ძალებს არ დაზოგავენ, რათა ბრწყინვალე შედეგს მიაღწიონ.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ქალაქ პონფერადაში "მერენგების" გამარჯვებით 2–0 დასრულდა. მეოქის კარი კალეხონმა და რონალდომ დალაშქრეს. რაც შეეხება გუნდების სატურნირო მდგომარეობას, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ "ბლანკოსმა" ე.წ. შემოდგომის ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო "პონფერადინა" "სეგუნდა ბ"–ს მეორე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.
ამ მატჩისთვის ჟოზე მოურინიომ 17 ფეხბურთელს უხმო, მათი უმრავლესობა კანტერიდან გახლავთ. აღსანიშნავია კასადოს გამოჩენა, რომლის დებიუტიც შედგება სავარაუდოდ. ტრავმის გამო განაცხადშ არ არიან კარვალიო და რამოსი, ალბიოლი და იგუაინი უკვე შვებულებაშ იმყოფებიან, ხოლო პორტუგალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დარჩნენ დი მარია, კაკა, მარსელო, კასილასი, ლასი, არბელოა და რონალდო.
თვალი გადავავლოთ "პონფერადინაში" განვითარებულ მოვლენებსაც, კლაუდიო ბარაგანს მნიშვნელოვანი დანაკლისი არ აქვს. ბრწყინვალე ფორმაშია იური, რომელსაც ბოლო 4 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "პონფერადინა" პირველად სტუმრობს "ბერნაბეუს".
- 20 დეკემბერი 2011
- 2 038
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.