მოუ: "თითოეულ მატჩს სრული სერიოზულობით ვეკიდებით"
"ფეხბურთში, ამ პერიოდში ძალზედ რთულია სეზონი შეაფასო, რამეთუ ჯერ მხოლოდ მისი ნახევარია მილეული. რაც შეეხება პირველ ნახევარს, ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყურებოდით და როგორც "ლა ლიგის", ასევე ჩემპიონთა ლიგის ლიდერები გავხდით, სადაც ექვსი მატჩიდან ექვსივე მოვიგეთ. გამარჯვებათა უმრავლესობა ძალზედ ადვილად მოვიპოვეთ."
"ბენზემამ ყველაზე მნიშნელოვანს რასაც აკეთებს, ეს გუნდთან თანამშრომლობა და თითოეულ წარმატებაში უდიდესი წვლისის შეტანაა. გავითვალისწინე ის, რომ იგუაინმა პირველი მატჩი ითამაშა "კოპა დელ რეიზე", აგრეთვე მას ბენზემაზე მეტად ესაჭიროებოდა გამგზავრება სამშობლოში, ასე რომ, ვარჩიე განაცხადში მარტო ქარიმი შემეყვანა. ორივე მათანი ბრწყინვალედ გამოიყურება, თითქმის ყველა მატჩში გოლი გააქვთ და გუნდს უდიდეს დახმარებას უწევენ. ცხადია, ეს ძალიან კარგია როგორც გუნდისთის, ასევე გულშემატკივართათვის."
"ახლა არდადეგების კვირაა და ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას ვაძლევ. ზოგიერთმა მათგანმა თამაში არჩია და ცხადია, მე მათი სურვილი გავითვალისწინე. ამ მატჩის შემდეგ გარკვეულ დროის განმავლობაში შესვენება გვექნება და 29–ში ისევ შევიკრიბებით."
" საერთო ჯამში ჩემს განკარგულებაში 21 ფეხბურთელია, სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა მათანს უწევს თამაში. არის რამდენიმე ტრავმირებული, ამიტომ მოედანზე გავა მხოლოდ ჯანმრთელი მოთამაშე. ძალიან მომწონს ალონსოსა და ლასის თამაში. დიარა განსაკუთრებით კარგად გამოიყურება ბოლო ხანებში. რაც შეეხება მატჩს, მე ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას არ მივცემ. ეს მადრიდის "რეალია" და თითოეულ შეხვედრას სრული სერიოზულობით ვეკიდებით."
"ხანდახან საჭიროა მეტოქეს სიურპრიზი გაუკეთო – "პის ხუანზე" ეს დი მარიამ გააკეთა. იგი ძალიან კარგად მოერგო 10 ნომერს და ვფიქრობ არანაკლებ კარგად ითამაშა კაკასა და ოზილზე. ისინი ორივენი შესანიშნავ ფორმაში არიან და ბევრს მუშაობენ, რათა უკეთ გამოიყურებოდნენ."
""ბარსელონაზე" ფიქრი ჯერ ადრეა, წინ უამრავი მატჩი გვაქვს. 2011 წელი წარმატებული აღმოჩნდა, მოვიგეთ "კოპა დელ რეი", ლიგაზე ჯგუფური ეტაპი ექვსი გამარჯვებით დავძლიეთ, ვართ ცხრილის ლიდერები "ლა ლიგაში". ჩვენ ბრწყინვალე გუნდი გვყავს და ყველა ტურნირზე საუცხოოდ ვასპარეზობთ. რაც შეეხება "ბარსელონას" მსოფლიოს ჩემპიონობას, ეს სულ არ მანაღვლებს, ეს ტურნირი მეორეხარისხოვანია – მთავარია ჩემპიონთა ლიგა."
- 20 დეკემბერი 2011
- 2 200
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.