ოთხი ჩემპიონატის ლიდერი – მადრიდის "რეალი"
დავიწყოთ ჟოზე მოურინიოს შეგირდებით. უკანსკნელ ტურში მადრიდის "რეალმა" 6–2 გაანადგურა "სევილია" "პის ხუანზე" და შესაბამისად შემოდგომის ჩემპიონობაც გაინაღდა. "ბლანკოსის" უახლოესი მდევარი "ბარსელონაა". კატალონიელებს მადრიდელებზე 3 ქულით ნაკლები აქვთ.
რაც შეეხება ალბერტო ტორილის შეგირდებს, "კასტილიელებმა" მართლაც რომ გმირობა ჩაიდინეს "ალფრედო დი სტეფანოზე" და 8 კაცით ნულოვანი ფრე შეინარჩუნეს "ალკალასთან". აგრეთვე ისინი კვლავ ლიდერობენ "სეგუნდა ბ"–ს.
"რეალ მადრიდ ც" მათი წინამორბედების მსგავსად ცხრილის ლიდერია. უკანსაკნელ ტურში მათ 1–0 იმარჯვეს "ადარვეზე" და შესაბამისად მათაც მოიპოვეს შემოდგომის ჩემპიონის ტიტული, საუბარია "ტერკერა" დივიზიონზე.
საფეხბურთო გუნდებს არც საკალათბურთო ჩამორჩება. პაბლო ლასოს შეგირდებმა ორიოდე დღის წინ 83–61 მოიგეს მატჩი "მანრესასთან", თუმცა ისინი ლიდერები ვერ გახდებოდნენ, რომ არა "კახა ლაბორალი". ამ უკანსკნელმა "ბარსელონას" სძლია უკანსკნელ ტურში. შესაბამისად მადრიდელებმა შემოდგომის ჩემპიონობა მოიპოვეს.
- 19 დეკემბერი 2011
- 2 241
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.