"კასტილიის" გმირული ფრე
სათაური ალბათ ცოტა უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ "კასტილიამ" გუშინ მართლაც გმირულად მოიპოვა ერთი ქულა. გუშინ ერთმანეთს ალბერტო ტორილისა და "ალკალას" ფეხბურთელი უპირისირპდებოდნენ, რომლის შედეგიც უგოლო ყაიმი დაფიქსირდა.
ცხადია, ამ მატჩში "კასტილია" უდაო ფავორიტი იყო, თუმცა უშვალოდ შეხვედრის მიმდინარეობისას ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "მერენგთა" სამი მოთამაშე მოედნიდან გააძევეს და შესაბამისად, ტორილის შეგირდებმა შეხვედრა 8 ფეხბურთელით დაასრულეს. წითელი ბარათები მორატამ, ალექსმა და პედრო მენდესმა დაიმსახურეს. "კასტილიის" ბრძოლისუნარიანობა და თავდადება კი ნამდვილად აღსანიშნავია. მათ მოიპოვეს ქულა, თუმცა ეს უდიდესი ენერგიის ხარჯზე მოახერხეს. ალბათ მიხვდით, თუ რატომ ვუწოდე "თეთრების" მიერ მოპოვებულ ქულას გმირული. საბედნიეროდ, ალბერტოს გუნდი ამ დროისთვის ისევ ლიდერობს თავის ჯგუფს, რაც იმედია კიდევ დიდ ხანს გასტანს.
Realmadrid.com
- 18 დეკემბერი 2011
- 2 296
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.