რონალდუმ ხუანიტოს გადაასწრო
მადრიდის "რეალის" უდაო ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ, "პრიემრა დივიზიონში" გუშინ კიდევ სამი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, პორტუგალიელ ვარსკვლავს ჯამში 87 გატანილი გოლი დაუგროვდა, რაც მან სამი წელზე ოდნავ ნაკლები დროის მანძილზე შესძლო. აღსანიშნავია, რომ რონალდუმ გუშინ გოლების მხრივ, გადაასწრო ლეგენდარულ ფეხბურთელს ხუანიტოს.
როგორც უკვე გითხარით, რონალდუს 87 გოლი დაუგროვდა "ლა ლიგაში". შესაბამისად, ამ მატჩამდე მას 84 გატანილი ბურთი ჰქონდა და ერთით ჩამორჩებოდა "რეალის" ყოფილ ლეგენდას ხუანიტოს. როგორც ხედავთ, კრიშტიანუმ დასძლია ზემოდ ხსენებული გენიის ბარიერი და უფრო მეტიც, პორტუგალიელმა მას 2 გოლით აჯობა. ცხადია, იგი მიღწეულს არ დასჯერდება.
აღსანიშნავია, რომ რონალდუმ ეს ყველაფერი სამი არასრული სეზონის მანძილზე შესძლო. აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელს ამ დროისთვის "პრიემრაში" 20 გატანილი ბურთი უგროვდება, რითიც საუკეთესო გოლეადორის რანგში გვევლინება. მის მდევარს, ლეო მესის იგი 3 ბურთით უსწრებს, რაც საკმაოდ დიდი ჰანდიკაპია. პორტუგალიელი ისწრაფვის კიდევ ერთი "პიჩიჩისკენ", რომლის მოპოვებაც ადვილი ნამდვილად არ არის. ალბათ თქვენთვის ახალი არ იქნება იმაში, თუ გეტყვით, რომ 7 ნომერს ბომბარდირობაში არგენტინელი ლეო უწევს უდიდეს კონკურენციას.
Marca.com
- 18 დეკემბერი 2011
- 2 464
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.