ბენზემა: "ზიზუს გზის გამეორება მსურს"

საფრანგეთის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა კარიმ ბენზემამ, "France Football"-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- სამშობლოში 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდით.აღნიშნულმა ფაქტმა ხომ არ გაგაკვირვათ?
- 2010 და 2011 წ.წ. რომ შევადაროთ ერთმანეთს, მსგავსებას ვერ ნახავთ.შარშანდელი სეზონი წარუმატებლად დაიწყო, თუმცა იანვრიდან დღემდე, ბევრი მატჩი ჩავატარე და არაერთხელ გამოვიჩინე თავი.ვაღიარებ, რომ 2011 საუკეთესოა ჩემს მადრიდულ კარიერაში.

- გამოკითხვაში მონაწილეობა ისეთმა ლეგენდებმა მიიღეს, როგორებიც არიან: ზიდანი, პლატინი, ანრი და ა.შ.ალბათ, ამ ფაქტმა გაცილებით ღირებული გახადა ეს ჯილდო?
- რა თქმა უნდა.ძალიან გახარებული ვარ აღნიშნული პრემიის მიღებით.ყოველთვის გუნდური წარმატება დგას წინა პლანზე, მაგრამ ინდივიდუალური აღიარებაც მნიშვნელოვანია.

- ადრე, პრესასთან ერთად მოურინიოს კრიტიკაც გატყდებოდათ თავს.ფარ-ხმალის დაყრა არასოდეს გიფიქრიათ?
- ბევრი ტრავმა მოვიშუშე და ბევრ პრობლემას გავუმკლავდი, თუმდა მოდუნება არასოდეს მიფიქრია.სასიხარულოდ, მტკიცე ხასიათი მაქვს.რაც შეეხება მოურინიოს, ჩემს განვითარებაში ლომის წვლილი მიუძღვის.

- ზიდანმა თქვენ მოგცათ ხმა!
- ზინედინთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს.ყოველთვის ვიღებ მისგან რჩევებს და რასაკვირველია, ვითვალისწინებ.

- როგორია ზიზუს როლი გუნდში?
- ის თავისი რჩევებით გვეხმარება.ამასთანავე გვყავს მწვრთნელი, რომელიც შესანიშნავად გვხელმძღვანელობს.

- ზიდანმა დასძინა, რომ მომავალში საკუთარ თავს მწვრთნელად ხედავს.როგორ წარმოგიდგენიათ ის ამ ამპლუაში?
- ვფიქრობ, რომ ზიზუ შედეგიანი დამრიგებელი იქნება.მან ჩინებულად იცის ფეხბურთი და შეუძლია მისი გადმოცემა.

- თქვენ უკვე ზიდანზე მეტი გოლი დააგროვეთ ჩემპიონთა ლიგაზე.ეს ბენზემას მისია იყო?
- ბუნებრივია, არა.ჩვენ განსხვავებული პოზიციის მოთამაშენი ვართ და არ შეიძლება მსგავსი შედარების მოყვანა.

- მაგრამ თქვენ გინდათ, რომ ისეთივე კვალი დატოვოთ "რეალის" ისტორიაში, როგორც ზიდანმა?
- როდესაც ესპანეთში გადმოვდიოდი, კარგად მესმოდა რა რთული იქნებოდა იქ თამაში."ბლანკოსი" პლანეტის საუკეთესო კლუბია.ამ ეტაპზე, მთლიანად ადაპტირებული ვარ და რასაკვირველია მინდა, რომ ზიზუსნაირი გზა განვლო სამეფო კლუბში.ჩემი ოცნებაა დიდი ტიტულების მოგება.

- და "ოქროს ბურთი?"
- "რეალის" მაისურის მორგების შემდეგ, ეს აზრი მიტრიალებს თავში.მინდა გითხრათ, რომ ძალიან ამბიციური ვარ.ვდილობ, ჩემი თამაშით ნელ-ნელა მივუახლოვდე "ოქროს ბურთს."შეუძლებელი არაფერია, როდესაც "ბლანკოსში" გამოდიხარ.

- თუ თქვენ მოიგებთ აღნიშნულ ჯილდოს, მადრიდელები "ლიონს" მილიონ ევროს ჩაურიცხავენ ბიუჯეტში...
- არვიცი.ეს იმას ნიშნავს, რომ "ლიონს" სჯერა ჩემი, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს.

- რას გვეტყვით ფლორენტინოზე?
- დონ პერესთან თბილი ურთიერთობა მაქვს.ის ყოველთვის მიჭერს მხარს, რაც ძალიან მახარებს.

- რაში მდგომარეობს მოურინიოს მეთოდების არსი?
- ჩვენს კლუბზე დიდი ლეგენდები დადის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.მოურინიო ყველა ფეხბურთელისაგან ერთნაირ მუშაობას ითხოვს.ის ყოველთვის მიცხადებდა ნდობას და აგრეთვე უფროდაუფრო მეტს ითხოვდა ჩემგან.

- მოურინიო ულიესთან ერთად, ყველაზე ნიშანდობლივია მწვრთნელია თქვენს კარიერაში?
- ისინი სხვადასხვა ადამიანები არიან.ულიეს დროს ახალგაზრდა ვიყავი.

- მოურინიომ რომელი ასპექტი გაგიუმჯობესათ?
- ჟოზეს ფორმაციის გუნდში, უფრო აგრესიული გავხდი.

- ლა ლიგა თუ ლიგა ჩემპიონატი?
- ორივე.ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ კლუბის მიზანიცაა.

- მოურინიომ განაცხადა, რომ იგუაინი და ბენზემა მსოფლიოში საუკეთესონია არიანო...
- სასიამოვნოა.ამის დამტკიცება მინდორზეა საჭიროა.

- ევროპის ჩემპიონატზე გეშინიათ ისეთი მეტოქეების, როგორებიც არიან: ესპანეთი, გერმანია, ჰოლანდია და იტალია?
- ჩვენი ამოცანა ჯგუფური ეტაპის დაძლევაა.აღნიშნული გუნდები სახიფათონი არან, მაგრამ ფლეი ოფებში შესაძლებელია სხვა გუნდებიც მოხვდნენ.

- რას იტყვით დომენეკზე, რომელმაც აფრიკის მუნდიალზე არ წაგიყვანათ?
- არ მსურს ამ ადამიანზე საუბარი...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)