"პისხუანზე" კაკა ითამაშებს
როგორც იცით, 2 დღე დარჩა სევილიაში გასამართ შეხვედრამდე.
"ელ კლასიკოზე" განცდილი მარცხის შემდეგ, მოურინიო ცდილობს თავდაჯერებულობა დაუბრუნოს შეგირდებს, რათა მადრიდისტებმა ანდალუსიიდან 3 ქულის წამოღება და ლიდერობის დაბრუნება შეძლონ.პორტუგალიელი სპეციალისტი მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია.
გამოცემა "ას"-ის ჟურნალისტის აზრით, "სანჩეს პისხუანზე" მადრიდელთა რიგებში რამდენიმე საკადრო ცვლილებას ვიხილავავთ: პირველ რიგში, სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდნას მესუთ იოზილს უწინასწარმეტყველებენ, რომელსაც რა თქმა უნდა, კაკა ჩაენაცვლება.სავარაუდოდ, შეტევის ხაზში სქწყისი წუთებიდან პიპიტა გამოჩნდება, ხოლო ალონსოს მეწყვილედ კი ხედირა მოგვევლინება.რაც შეეხება დაცვის მარჯვენა ფრთას, თუ არბელოამ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, მაშინ მის ადგილს ან კოენტრაუ, ან ლასი დაისაკუთრებს.
- 16 დეკემბერი 2011
- 2 486
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.