კენჭისყრის მოლოდინში
როგორც მოგეხსენებათ, ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრა და ცნობილი გახდება, თუ ვინ ვის დაუპირისპირდება ფლეი–ოპის პირველ ეტაპზე. ცხადია, კენჭისყრა კვლავინდებურად ქალაქ ნიონში გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზური 16–მა გუნდმა მოიპოვა. ფლეი–ოპის 1/8 ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას გერმანული, ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური, კვიპროსული, რუსული, შვეიცარიული და პორტუგალიური გუნდები მიიღებენ.
რვა გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა – მადრიდის "რეალი", კატალონიის "ბარსელონა", ლონდონის "ჩელსი", ლისაბონის "ბენფიკა", მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "არსენალი", "ინტერი" და "აპოელი".
რვა გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა – "ნაპოლი", მოსკოვის "ცე–ეს–კა", "ბაზელი", ლიონის "ოლიმპიკი", ლევერკუზენის "ბაიერი", მარსელის "ოლიმპიკი", სანკტ–პეტერგბურგის "ზენიტი" და "მილანი".
Goal.com
- 15 დეკემბერი 2011
- 5 367
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.