რეალმა გრემიოს მცველს დაადგა თვალი
მადრიდის რეალს მარიო ფერნანდესის შეძენა სურს, ამ ინფორმაციას გრემიოს გენერალური დირექტორიც ადასტურებს. თეთრების გარდა 21 წლის ბრაზილიელის შეძენა მოსკოვის "ცსკა"-საც სურს.
"რამდენიმე დღის წინ მადრიდის რეალი და მოსკოვის "ცსკა" უკვე დაგვიკავშირდნენ და კონკრეტული თანხაც შემოგვთავაზეს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა პაოლო ოდონმა ორივე მათგანი უარით გაისტუმრა, რადგან მათ მარიოს შეძენა ძალიან იაფად სურთ."
"თავად ფეხბურთელისათვის უკეთესი იქნება კიდევ ერთი სეზონით დარჩეს გრემიოში, რათა უფრო მეტად განვითარდეს. ფერნანდესს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეველევით!" - განაცხადა გრემიოს გენერალურმა დირექტორმა პაოლო პელაიპემ.
- 15 დეკემბერი 2011
- 2 476
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.