კარლოსი : "არ მეგონა თუ "რეალი" წააგებდა"
სამეფო კლუბის ლეგენდარულმა, ყოფილმა მოთამაშემ რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა თუ სამეფო კლუბი კლასიკოს კიდევ წააგებდა...
"დარწმუნებული ვიყავი, რომ მადრიდელები სანტიაგო ბერნაბეუს პუბლიკას ძალიან გაახარებდნენ და კატალონიელთა დამარცხებას შეძლებდნენ. იმ მატჩს უდიდესი დატვირთვა ჰქონდა, გამარჯვების შემთხვევაში მოურინიოს გუნდი 90% ჩემპიონი იქნებოდა."
"აუცილებლად სათქმელია, რომ "რეალი" გვარდიოლას კოლექტივს არაფრით ჩამოუვარდებოდა, დედაქალაქელებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გაანიავეს, "ბლაუგრანამ" კი რეალიზაცია უკეთესად მოახდინა."
"სამეფო კლუბს მთელი გულით ვგულშემატკივრობდი, მაგრამ იმედები გამიცრუვდა. ვფიქრობ, მომდევნო კლასიკოებში "რეალმა" ზედიზედ რამდენიმე გამარჯვებას უნდა მიაღწიოს შელახული რეპუტაციის აღსადგენად."
- 15 დეკემბერი 2011
- 3 136
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.