იკერის წიგნი-ნაწილი პირველი
სწორედ ამ დღის მნიშვნელობიდან გამომდინარე გადავწყვიტე დღევანდელი სტატიათა ციკლის დღეიდან დაწერა. ყველამ იცით, რომ იკერ კასილასმა გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი ”La Humildad del Campeón”. გთავაზობთ ამ წიგნიდან საუკეთესო მომენტების ქართულად თარგმანს. შევეცდები, რომ სწორედ გადმოვცე ის, რისი თქმაც იკერს უნდოდა.
თავი პირველი: ”მადრიდის რეალი” მისი ერთადერთი კლუბი.
გაზაფხული 1981 წელი.
იდგა 1981 წლის გაზაფხული. ბილბაოში წვიმდა. კასილას-ფერნანდესების ოჯახი დიდი მოთმინებით ელოდა თავიანთი პირველი შვილის დაბადებას. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ბიჭი იქნებოდა, თუ გოგო. მარი კარმენს სურდა, რომ გოგო ყოფილიყო, ჟოზე ლუისს კი ბიჭი. აქედან გამომდინარე, მათ არ მიუკითხიათ ექიმისთვის ბავშვის სქესის დასადგენად, ყველაფერი ბოლო მომენტამდე უცნობი იყო. ერთ დილით, მარე კარმენი სასეირნოდ გავიდა Casco Viejo-ზე და გზაში ფეხსაცმლის მაღაზიააში შეიარა.
გამყიდველი კაცი დიდ ყურადღებას აქცევდა მას. მიახლოებით 50 წლის იყო, ბევრს ეხუმრებოდა 20 წლამდე ფეხმძიმე ქალს. ”სიმართლე ისაა, რომ ცოტა არ იყოს დიდი ვიყავი და შეგეძლო გეფიქრა, რომ მუცლით ნამდვილ გიგანს ვატარებდი. კაცს სურდა, რომ კარგად მომოყრობოდა და მითხრა, რომ ბასკური აქცენტი არ მქონდა. მე მას ვუთხარი, რომ მადრიდიდან ვარ, მაგრამ ვცხოვრობ აქ, ხოლო სამშობიაროდ კი სახლში ვაპირებს წასვლას. ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო, ვინაიდან მან მაშინვე მკითხა, თუ რატომ მინდოდა მადრიდში დაბრუნება. მან მითხრა, რომ მე ბიჭი მეყოლებოდა და რომ ის აუცილებლად ფეხბურთელი გახდებოდა. ამიტომაც აქ უნდა დავრჩენილიყავი და ბილბაოში უნდა მემშობიარა, რომ ბიჭს შეძლებოდა ეთამაშა, როგორც ”ატლეტიკის” , ასევე ”მადრიდის რეალის” შემადგენლობაში. თუ მადრიდში დავბრუნდებოდი, ჩემი ბიჭი მხოლოდ ”რეალში” თამაშს შეძლებდა.”
ოცდაათი წლის შემდეგ, მარი კარმენი იხსენებს, რომ მას ეს მომენტი დღევანდელივით ახსოვს. ის, იმ პერიოდში ძალიან ნერვიულობდა, როცა ეუბნებოდნენ, რომ ბიჭი ეყოლებოდა, ხოლო ეს კაცო კი უფრო შორს წავიდა და უთხრა, რომ მისი ბიჭი ფეხბურთელი იქნებოდა. მან უპასუხა: ”ერთადერთი რაც მაინტერესებს არის ის, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი იყოს. გარდა ამისა, მინდა გოგო მყავდეს, რომელსაც არ ეყვარება ფეხბურთი, ისევე როგორც დედამისს.”
მაღაზიის გამყიდველი მართალი აღმოჩნდა. მათ ბიჭი ეყოლათ, რომელიც მადრიდიში დაიბადა და აქედან გამომდინარე მამამ გადაწყვიტა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ”მადრიდის რეალში” ითამაშებდა. მამამისი იმდენად იყო ამაში დარწმუნებული, რომ საკუთარ ბავშვს სხვა გუნდების მაისურებსაც კი არ აცმევდა მანამ სანამ, მან არ ჩაიცვა კლუბ ”ლოსადას” ოდნავ ლურჯი მაისური. ეს გუნდი იყო კლუბ ”ტორნეო სოციალის” ნაწილი.
მარი კარმენს და ჟოზე ლუისს ერთი წამითაც არ შეპარვიათ ეჭვი იმაში, რომ თავიანთ შვილს იკერს დაარქმევდნენ. სახელთან დაკავშირებით მათ კონსულტაცია ოჯახთან ერთად გაიარეს და ეს სახელი ყველას მოეწონა. ესპანურად ”იკერი”-ს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ის წარმოდგება სიტყვა ”Ikerne”-სგან, რომელიც ნიშნავს ”ვიზიტი, ის, ვისაც კარგი ამბები მოაქვს”.
იკერის ბავშვობა Móstoles-ში ისეთივე იყო, როგორიც სხვა ბავშვების. სიარული ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო და მალევე გახდა ფეხბურთით შეპყრობილი, რაც ძირითადად მამის დამსახურება იყო, რომელსაც უყვარდა ფეხბურთი, დედამისი კი მამის სრული ანტისახე იყო. მას არაფერი ესმოდა ამ სპორტის და არც ქონდა სურვილი, რომ რამე ესწავლა. მამაისი მისი თანაგუნდელი გახდა, ხოლო ექვსი-შვიდი ლის ასაკში არცერთი შაბათი და კვირა ისე არ ჩაივლიდა, რომ ამ ორს ჟოან მიროს სკოლის ეზოში ბურთი არ გაეგორებინათ და არ ეთამაშათ.
მას ხშირად არ სურდა თავდამსხმელად თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეზობელი ბიჭები სულ სხვანაირად ფიქრობდნენ, მისი მოწოდება არ შეცვლილა. როგორც წესი, ის უფროსი ასაკის ბავშვებთან ერთად თამაშობდა, რომლებიც აღფრთოვანებული იყვნენ ახალგაზრდა ბავშვით, ვინც ბრწყინვალედ არიგებდა ბურთს. როცა ის რვა წლის გახდა ”პოვისომ”, გუნდმა Móstoles-დან მოინდომა მასთან კონტრაქტის გაფორმებ, მაგრამ ეს გარიგება არ შედგა.
პირველი ხუთი კლასი მან პაბლო პიკასოს სკოლაში დაამთავრა, ამის შემდეგ გადავიდა ვისენტე ალეიქსანდრეს სკოლაში, სადაც მეექვსედან მერვე კლასის ჩათვლით ისწავლა, ხოლო ბოლოს სამი წელი კი კანავარელას უმაღლეს სკოლაში გაატარა. ის კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ ამავდროულად უფრო მეტ ყურადღებას ბურთს აქცევდა. მას ასევე ძალიან იზიდავდა კარატე, განსაკუტრებით კი ფორთოხლისფერი ქამრის მოგება.
სამეზობლოში ყველა უფროსი ასაკის ბავშ[ები ეუბნებოდნენ ჟოზე ლუისს , რომ მისი ბიჭი კარგი გოლკიპერი იყო, ბურთის არ ეშინოდა, მშვენივრად ურტყამდა, კარგი რეფლექსები ქონდა, მოკლედ მას გააჩნდა ყველაფერი, რაც კარგ მეკარეს უნდა ქონოდა. ერთხელ ერთ-ერთმა მათგანმა ჟოზე ლუისს მოახსენა Marca-ში გამოქვეყნებული განცხადების შესახებ, სადაც ეწერა, რომ ”მადრიდის რეალი” ატარებდა შესარჩევ ეტაპს 1981 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის. ჟოზე ლუისმა გადაამოწმა ეს ინფორმაცია და მივიდა ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. ეს იყო 1990 წელი. იკერი მხოლოდ ცხრა წლის გახლდათ. ჟოზე ლუისმა აპლიკაციის ფორმა მოითხოვამ შეავსო და დაბრუნდა Móstoles-ში. გზაში საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ დასაკარგი არაფერი ქონდათ და რომ მის ბიჭს ქონდა პოტენციალი.
ცდა
რატომ მაინცდამაინც ”მადრიდის რეალი” და არა ”ატლეტიკო” ან სხვა რომელიმე კლუბი მადრიდის სამხრეთში სახლთან ახლოს?
ეს იმიტომ, რომ ჟოზე ლუისს სჯეროდა, თუ ”მადრიდის რეალი” უარს იტყოდა, კიდევ იყო დრო ბედი სხვა კლუბებში ეცადათ. სექტემბერში მათ იკერი სინჯებზე მიიწვიეს. ეს მხოლოდ პრაქტიკული თამაში იყო და მეტი არაფერი. იკერს უთხრეს, რომ მოგვიანებით დაუკავშირდებოდნენ. თვეები მიდიოდა და მათგან არავინ შეხმიანებიათ. ეს არ მომხდარა იანვრამდე. 1991 წლის 12 იანვარი. ეს დიდი დღეა კასილას-ფერნანდესებისთვის. იკერი ამ დღეს არასდროს არ დაივიწყებს.
”ისიც კი არ მახსოვს, როგორ გამოვიყურებოდი სინჯების დღეს. იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე ოდესმე. ერთადერთი, რაც მახსოვს არის ის, თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი. ჩვენ ”სიუდად დეპორტივაზე” მივედით. მას შემდეგ, რაც ექვსი წლის გავხდი, ვიცოდი , რომ მსურდა გოლკიპერი ვყოფილიყავი.”
”რვა წლის ვიყავი, როცა სინჯებზე პირველად წავედი, მაგრამ მაშინ მათ მითხრეს, რომ ძალიან პატარა ვიყავი სიმაღლეში და მოგვიანებით დამიკავშირდებონენ. სამი თუ ოთხი თვე გავიდა მანამდე, სანამ ისინი დამირეკავდნენ. დედამ მითხრა, რომ იმედი არ უნდა მქონოდა, ვინაიდან ისინი მე არ ამიყვანდნენ, ვინაიდან ისინი ყველა ბავშვს ასე ეუბნებოდნენ, რათა ამ უკანასკნელთ იმედი არ გაცრუებოდათ. მიუხედავად ამისა, მათ მე დამირეკეს და მიმიცვიეს ”ტროფეო სოციალში”.
ეს იყო პირველი ნაბიჯი. ამის შემდეგ უკვე ”მადრიდის რეალის” შიდა ეტაპები და რაუნდები იწყებოდა. იმ წელს, XXIX გამოშვება და 16 გუნდი იყო სამ კატეგორიაში (”ბენჟამინები” და ”ალავინების” ორი ჯგუფი, რომლებშიც შედიოდნენ ბავშვები 11 წლამდ. იკერი ბენჟამინების კატეგორიაში გავიდა და ამის შემდეგ ”მოაწერა ხელი კონტრაქტს” ”ლოსადას გუნდთან”.
ერთ-ერთი კოორდინატორია ამ პროექტისა იყო ანტონიო მესქუეტა. ერთ-ერთი იმ მწვრთნელთაგან, ვინების კლუბის კანტერას ფუნდამენტები არიან და რომლებიც მთელ დღეს ”სიუდად დეპორტივა”-ზე ატარებენ. ის იყო ერთ-ერთი , ვინმაც იკერი აღმოაჩინა. მასქეტამ იცოდა, რომ ამ ცხრა წლის ბიჭს ქონდა ყველაფერი იმისთვის, რომ ”მადრიდის რეალის” მეკარე გამხდარიყო და მხარს უჭერდა მას მთელი კარიერის მანძილზე. ძველ ”სიუდად ეპორტივა”-ზე ლეგენდები დადის იმის შესახებ, რომ მასქეტას მეგობარმა დონ ხულიომ, ერთ-ერთმა სკაუტის სულის მქონე გულშემატკივარმა , ნახა ბიჭი, რომელიც Móstoles-ს მოედანზე თამაშობდა და ურჩია მეგობარს ის აეყვანა. ასეა თუ ისე, მასქუიტა იკერს მთელი სასელექციო დღის განმავლობაში გვერდში ედგა.
პირველი დღე დაუვიწყარია ჟოზე ლუისისთვისაც. პირველი თამაში ”სიუდად დეპორტივაზე”. ” ”ლოსადა” ეთამაშებოდა ”ლოპეტეგუის” გუნდს. იკერმა მეორე ნახევარი ითამაშა. ის კარგად გამოიყურებოდა, მშვიდი იყო. ეს იყო ის, რაც მსურდა მე, მინდოდა, რომ არ ენერვიულა, მშვიდად ყოფილიყო და თავი არ დაეკარგა, ვუთხარი მას, რომ თუ აიყვანეს ხომ კარგი, თუ არადა არც ამით დაიქცეოდა ქვეყანა.”
იკერის გუნდმა 1:7 წააგო, ხოლო იკერმა კი ხუთი ბურთი გაუშვა. მაშინ გამარჯვებული იეროს გუნდი გამოვიდა. ”ლოსადამ” ტურნირი ექვსეულში მეხუთე ადგილზე დაამთავრა, მათ 46 გოლი გაიტანეს და 65 გაუშვეს.
”ჩვენ მივედით თუ არა მაშინვე მოედანზე გაგვჳშვეს სათამაშოდ. მეგონა, რომ სამწვრთნელო ვარჯიში იქნებოდა, მორიგი ტესტი ანუ. შესაბამისი ტანსაცმელიც კი არ წამიღია თან... სწორედ ასე ავუხსენი მე ჩემ თავს ის გაშვებული ხუთი გოლი.”
იკერი მოხიბლა ანტონიო მესქუიტას რჩევამ, რომელიც მან ბავშვებს მიცა:
”ის ძალიან დაკვირვებულად ლაპარაკობდა. ჩვენ ბავშვები ვიყავით, მაგრამ ყველას გვესმოდა, ჩემ შემთხვევაში ასე იყო. მან გვითხრა, რომ 200 ბავშვი იყო, მათ კი მხოლოდ 40 საუკეთესო უნდა აერჩიათ, რომელიც 20-მდე დავიდოდა, საიდანაც მხოლოდ საუკეთესონი ორი ან ერთი მოხვდებოდა პირველ გუნდში. მე მახსოვს ეს სიტყვები, ვინაიდან სწორედ ასე მოხდა.”
გაგრძელება იქნება...
- 14 დეკემბერი 2011
- 2 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.