ბენზემა: "დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება"
"დიდი პატივია ამ ჯილდოს მოგება, მაგრამ ჩემთვის ინდივიდუალურზე მეტად კოლექტიური პრიზია მნიშვნელოვანი. რამდენიმე დიდი პრობლემა მქონდა, მაგრამ მე შევხვდი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელს, რომელიც მე დამეხმარა უკეთ მეთამაშა. არასდროს არ მიყვარდა მწვრთნელებთან საუბარი, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ხშირად მივმართავ რჩევისთვის. ფიზიკურად კარგ კონდინციებში ვარ და ყველა მატჩში უზომოდ მოტივირებული გავდივარ მოედანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოუ მიბრაზდება. მას ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს გუნდის წევრებთან."
"მადრიდის "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და მე თავიდანვე ვიცოდი, რომ აქ ძნელი გზის გავლა მომიწევდა. ახლა ჩემი ოცნება "რეალთან" ერთად ბევრი ტიტულის მოგებაა და რაც მთავარია "ბალონ დორის"(ანუ ოქროს ბურთის) ჯილდო. მინდა, რომ ზიდანის ნაბიჯებს გავყვე, ის უამრავ სასარგებლო რჩევას მაძლევს."
- 13 დეკემბერი 2011
- 4 167
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.