კაკა "ტოტენჰემს," იოზილი "იუვეს"
"სანტიაგო ბერნაბეუზე" განცდილი მარცხი "ბარსელონასთან," ევროპელი ჟურნალისტებისათვის ახალი ჭორების აგორების საბაბი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ინფორმაციებში სიმართლის ერთი ნაპერწკალიც არ იდოს, ვფიქრობ, მაინც საინტერესოა მათი წაკითხვა.
რიკარდო კაკა
"Daily Express"-ი დღევანდელ ნომერში წერს "მოურინიო მზად არის შეელიოს კაკას, ქრონიკული ტრავმების გამო."ერთი მხრივ მწვრთნელისთვის ცუდია, როდესაც მოთამაშე ხშირად იმყოფება ლაზარეთში და ფაქტიურად, გარკვეული პაუზით უწევს მოედნაზე გამოსვლა, თუმცა არა მგონია ამ ეტაპზე, ბრაზილიელის გაშვებაზე ფიქრობდეს ვინმე.
ინგლისელების მოსაზრებით, "ტოტენჰემი" შეეცდება რიკარდოს გადაბირებას, რითაც სერიოზულად გააძლიერებს რიგებს.ასევე, არ გამორიცხავენ, რომ ჰოტსპურელებმა მადრიდელთა მოსათაფლად გარეტ ბეილის ფაქტორიც ჩართონ მოლაპარაკებებში.
მესუთ იოზილი
ტურინის "იუვენტუსი," რომელიც საკმაოდ წარმატებით გამოდის სერია ა-ში, კვლავ განიხილავს გერმანელი ფლეი-მეიქერის საკითხს.იტალიელები თურქი ფესვების მქონე ფეხბურთელით, 2010 წლის მუნდილის შემდეგ იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა საბოლოოდ ბრემენელი მესუთი მადრიდელებს ხვდათ წილად.
"Calciomercato"-ს ინფორმაციით, მოურინიო იოზილს არ აპატიებს ჩაგდებულ "კლასიკოს" და ზოგადად მიმდინარე სეზონის უკვე ჩატარებულ მატჩებს, სადაც ნახევარმცველი მხოლოდ პასიურობით გამოირჩეოდა.
სავარაუდოდ, "ბებერი ქალბატონი" ზიზუს მიმართავს "რეალთან" შუამდგომლობისათვის.
- 13 დეკემბერი 2011
- 5 714
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.