The Sun: მოურინიო ლამპარდს უცქერს
"ელ კლასიკოში" წაგების შემდეგ, ევროპულმა პრესამ "რეალის" გაძლიერებაზე დაიწყო საუბარი.
ინგლისურმა "The Sun"-მა, საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია შესთავაზა მკითხველს.ბრიტანელების ცნობით, ჟოზე მოურინიო ყოფილი შეგირდის, ფრენკ ლემპარდის, მადრიდში გადაყვანით ყოფილა დაინტერესებული.ამასთანავე, მოურინიო აპირებს, აღნიშნულ ტრანსფერში ესტებან გრანეროს ჩართვას, ანუ "რეალი" "პირატისა" და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მიიღებს 33 წლის "არისტოკრატს."
ჟურნალისტის აზრით, "განსაკუთრებულს" არ უნდა გაუჭირდეს ფრენკის "გათეთრება," რამეთუ "ჩელსიში" დიდი კონკურენციაა და ინგლისელ ნახევარმცველს სათამაშო წუთები შეუმცირდა.
ჩემი აზრით (ავტ.), ამ თემაზე საუბარი, დიდ სისულელეს წარმოადგენს, გამომდინარე იქედან, რომ ლემპარდი უკვე ისეთ, ასაკშია, როდესაც მოთამაშე ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას უნდა ფიქრობდეს.ამის პარალელურად, რა დროს ფრენკია, როდესაც გუნდში კაკა გყავს, ან თუნდაც იოზილი.
- 13 დეკემბერი 2011
- 3 667
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.