დევნა გრძელდება
მაგრამ....
მოსალოდნელია, რომ უმცირესობაში ვიქნები, მაგრამ რას იზამ-ჩემს მოსაზრებებს სხვებისას ხომ არ დავუქვემდებარებ. ”ბარსელონას” გამარჯვება და ”რეალის” მარცხი მე უბრალოდ მოულოდნელად და შემთხვევითობად მეჩვენება. ვეცდები, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა განგიმარტოთ, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მკითხველი არც კი ჩაიხედავს; სწორედ ამიტომაც, ჩემთვის სულერთია ასეთი უმრავლესობა რას იფიქრებს.
რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი და არც უნდა თქვა , რომ ”ბარსელონამ” მოგებისთვის საკმარისი არ ქნა და არ გაიღო, ან რომ სინამდვილეში ძალთა ბალანსი ორ გუნდს შორის რადიკალურად განსხვავებულია. არა, ”ბარსელონა” იყო და რჩება ძლიერად. მაგრამ ეხლა-მხოლოდ ამ კონკრეტულ მატჩში, რომელიც შეიძლებოდა სულ სხვანაირადაც დასრულებულიყო, ყველაფერი როდი ლაგდება კანონზომიერად.
პირველი ნახევრის მიხედვით, მე ნათლად მესმოდა, რომ ვხედავდი რაღაც გასაოცარს. მე უბრალოდ არ ვხედავ ”ბარსელონას”, როგორც ისეთს, რომელსაც ის წარმოადგენს თავის თითოეულ შეხვედრაში. მე ვერ ვხედავდი ”ბარსელონას”, რომელიც სრულიად აკონტროლებს სიტუაციას და ბურთს, როგორიც ის იყო პრაქტიკულად ყველა გაზაფხულის და შემოდგომის ყველა კლასიკურ დაპირსიპირებაში , რომელიც იყო ასეთი ლონდონის ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეჰ, რომელიც თამაშობდა ”მილანის” წინააღმდეგ... რაც არ უნდა რთული მეტოქე ყოლოდა და სადაც არ უნდა ყოფილიყო თამაში, ”ბარსელონა” და მისი მეტოქეები იყვნენ, როგორც დათვი და უმწეო ცხოველი.
მაგრამ ეხლა, სულაც არ იყო ასე. ამჟამად იყო ის, რასაც ვხედავთ და ვუყურებთ ყოველდღე НТВ-Плюс-ზე და მის საზღვრებს გარეთ, ”ბარსელონას” გარეშე; აი, უბრალოდ ორი გუნდი , არც მეტი, არც ნაკლები. უბალოდ, როგორც ჩანს, ეს ორი გუნდი საუკეთესოა მსოფლიოში და ისინი უბრალოდ შთამბეჭდავად თამაშობდნენ.
რომელიც სულაც არ ყოფილა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაამტკიცა ერთმა გუნდა მეორესთან შედარებით თავისი სიძლიერე, არა. ეს იყო მოვლენათა თანამიმდევრობა და თითოეული მომდევნო მოვლენა შეიძლება სულაც არ შემდგარიყო. გადამწყვეტი მომენტი თამაშში სულ ორი იყო: ეს გოლი-რიკოშეტი მარსელოს ფეხიდან, რომელსაც შემდეგში მოყვა რონალდუს მიერ ბურთის აცილება. ამ ორმა მოვლენამ გატეხა ”მადრიდის რეალი”. დიახ, ის გატყდა.
ხოლო ”ბარსელონას” გატეხვა ეხლა შეუძლებელია. მას, უფრო სწორად კონკრეტულ ფეხბურთელებს, წარმოუდგენელი თვითდაჯერებულობა ახასიათებთ. ისინი თავიანთ თავზე კონტროლს არასდროს არ კარგავენ. შეიძლება მათი დამარცხება, ისტორიამ იცის ასეთი მატჩები, მაგრამ შეუძლებელია მათი მწყობრიდან გამოყვანა და ფსიქოლოგიურად გატეხვა.
და როცა მეორე ბურთი გავიდა კასილასის კარში, ზოგიერთმა იფიქრა: ნუ, აი ისევ, რატომ ასეთი ტანჯვა; სხვებმა კი იფიქრეს, რომ აწი თამაში ჩვენია, ხელიდან მას არ გავუშვებთ. და არც გაუშვეს.
საქმე იმაშია, რომ ძნელია დღეს იყო ”მადრიდის რეალი”. სადაც არ უნდა იყო, რაც არ უნდა ხდებოდეს, როცა მსოფლიოში მორიგი კლასიკოს შეხვედრას ელიან, ყველგან ერთსა და იმავე კითხვას აწყდებით: როდის? როდის დაამარცხებთ მათ? გაანადგურებთ?
ამ ყველაფრის ახალი ამერიკის აღმოჩენას კი არ ვცდილობ. მე სულ სხვა ამოცანა მაქ: აი თქვენ ფიქრობთ, რომ ”ბარსელონას” დამარცხება საფეხბურთო ამოცანაა. და ის კი , ზუსტადაც რომ მორალურია. ვინაიდან ”მადრიდის რეალი” ფანტასტიკურ სიტუაციაში იმყოფება. რაც უფრო უკეთესად თამაშობს, მით უფრო ხშირად ხვდება ის ”ბარსელონას”.
ის, თუ როგორ იცვლება ”მადრიდის რეალი” მოურინიოს ხელში - და ის მართლაც რომ იცვლება, ამჟამად ეს გუნდი სულ სხვა დონეა, ვიდრე ნახევარი წლის წინ... ყველაფერი ეს ნორმალური მუშაობის შედეგია. აი, პირადად მოურინიო და მისი გუნდი მუშაობენ იმაზე, თუ როგორ დაამარცხონ ”ბარსა” და ეს მოხდება არა მაშინ, როცა ზეწოლა ყველაზე მაღალი იქნება და დარტყმები ყველაზე ზუსტი. ანუ, ეს მოსალოდნელია, მაგრამ რის ფასად? რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე გამარჯვების შემდეგ.
სასაცილოა იმის კითხვა, რომ ”მადრიდის რეალის” რომელიღაც ინფანტილურმა ფეხბურთელმა, ცოტა დააკლო. ეს სისულელეა, ისინი ხომ არამარტო ”რეალისთვის” თამაშობენ. ეს განსაკუთრებული სიტუაციაა, რომელიც კლასიკოს დროს ხდება.
როგორც კი ეს ნათელი გახდება, თქვენ შეძლებთ შეამჩნიოთ, რომ მოურინიოს ქცევის ხაზი-ეს სწორედ ამ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლის ხაზია. სკადნალები იმისთვის, რომ მიიპყროს პრესის ყურადღება საკუთარ თავზე, გუნდისგან რაც შეიძლება შორს. აგრესია-ვინაიდან შეშინება მოგების მირწევისთვის ერთ-ერთი საშუალებაა, მიუღებელი, მაგრამ სულაც არაა აკრძალული.
ფსონი სუპერთასზე-სეზონის პირველი შეხვედრა... თქვენივე თვალით ნახეთ, რომ იქ ”მადრიდის რეალი” ბევრად უკეთეს ფორმაში იყო, ვიდრე ”ბარსა”. ის ახლოს იყო მოგებასთან, ალბათ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ის ზუსტად ამ თამაშისთვის ემზადებოდა, ეს ეჭვგარეშეა.
და ეხლა კი ხედავთ, რომ არაფერი ასეთი არ იყო. ჟოზეს გასაოცარი სიმშვიდე, არანაირი გადაადგილება, ორი კაცი მოედნის ცენტრში, არანაირი ცხუბი, არანაირი სიტყვიერი ზეწოლა. ”მადრიდის რეალი” თვლის, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ჭირდება ”ბარსელონას” დამარცხებას. მას ეს უკვე არ ჭირდება. ის აღჭურვილია იმ თამაშით, რომელსაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
ადვილი შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი თვალის ახვევაა და ეს არანაირად არ არის გარანტირებული. შეუძლებელია მსოფლიოს საუკეთესო გუნდის დამარცხება გარანტირებული იყო. და აი, მან კიდევ ერთხელ იზეიმა, ეხლა კი მორიგი ტიტულის საძებნელად გაემართა.
ის დაბრუნდება და დევნა კვლავ გაგრძელდება.
”მადრიდის რეალი” დედა არაა, რომ თითოეული ბავშვის ჭყიპინი დააკმაყოფილოს. ის არაა თავშესაფარი იმათთვის, ვისაც იმის კომპლექსი აქვს, რომ მისი გუნდი აგებს და ამის გამო, ”გარეთ ვერ გადის”. ის არ არის არასრულფასოვნებისთვის, არამედ სრულყოფილებისთვის. მე ასე მესმის, ჩემთვის ასეა. ყველა ჭყიპინა ბავშვმა კი აჯობებს თავშესაფარი სხვაგან ნახოს.
- 12 დეკემბერი 2011
- 7 002
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.