2012 წლის კალენდარი: ”თეთრებისთვის” სეზონის დასაწყისი კარგია

თამაშის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ და პეპ გვარდიოლამ ერთხმად აღნიშნეს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს შაბათს ”თეთრებისა” და ”სევილიას” დაპირისპირებას. თუ ”რეალმა” ეს შეხვედრა მოიგო, ის საშობაო არდადაგებს ლიდერის რანგში შეხვდება. სწორედ ეს არის ნომერ პირველი ამოცანა ”სამეფო გუნდისთვის”.

"ბარსამ” უკვე ითამაშა და მოიგო თავისი გადატანილი შეხვედრა (”რიო ვალეკანოსთან” 4:0) და მთლიანად გადართულია იაპონიაში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. თუ არ ჩავთვლით ”სევილიასთან” თამაშს, ”თეთრების” კალენდარი 2012 წელს კარგად გამოიყურება.

2012 წლის პირველი ცხრა შეხვედრიდან, რომლის დროსაც ”ბლანკოსებს” ელით პლეიოფის თამაშები თასზე და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა, ”მადრიდის რეალს” ექვსი მათგანის სახლში გამართვა, ხოლო სამის კი გასვლაზე თამაში უწევს. სამი გასვლითი შეხვედრა ”თეთრებისთვის”. ”მალიორკასთან” 15 იანვარს გასამართი შეხვედრის შემდეგ, მათ ელით დაპირისპირება ”ხეტაფესთან” (4-5 თებერვალს) და ”რიო ვალეკანოსთან” (25-26 თებერვალს).

”ბარსას” კალენდარი ამ დროს უფრო დაძაბული და თუ შეიძლება მასზე ვთქვათ (”ბარსელონა”-დან გამომდინარე), რთულია. ისინი პირველი ცხრა შეხვედრიდან ოთხს საკუთარ მოედანზე, ხოლო ხუთ მათგანს კი სტუმრად ჩაატარებენ. ”ბარსელონას” წინ ელოდება დერბი ”ესპანიოლთან”. გასვლა მალაგაში და პამპლონაში და დაპირისპირება ”ვისენტე კალდერონზე”. გარდა ამისა , ”ბარსას” პერსპექტივაშიც ელის თამაში ”სევილიასთან” (18-19 მარტს) და ”ლევანტესთან” (14-15 აპრილს).

კალენდრის გათვალისწინებით და იმის მიხედვით, თუ რაც მოხდა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ამ შაბათს, ”ბლანკოსები” ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ”კამპ ნოუზე” გასამართ კლასიკოს (21-22 აპრილს) მინიმუმ 4 ქულიანი უპირატესობით მაინც შეხვდნენ, რათა უარყოფითი შედეგის მიუხედავად მაინც პირველ ადგილზე დარჩნენ. ბოლო ოთხი თამაში კი ”ელ კლასიკოს” შემდეგ ”თეთრებს” ელით შეხვედრები ”სევილიასთან”, ”ატლეტიკოსთან”, ”გრანადასა” და ”მალიორკასთან”.

  • shvela
  • 12 დეკემბერი 2011
  • 2 749
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)