გვარდიოლა:"საკუთარ სტილს არ ვუღალატეთ"
კატალონიელთა გამარჯვების შემდეგ, გახარებულმა ჟოზეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა ამ მატჩთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა საკუთარ სტილში მოიპოვა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მატჩში გავიმარჯვე. რაც ყველაზე მთავარია, "ბარსელონამ" არ უღალატა საკუთარ სტილს, ეს კი განსაკუთრებით ამაყს მხდის. განვლილი 30 წუთის შემდეგ, ბურთს სწორედ ჩვენ ვაკონტროლებდით და ვცდილბოდით "რეალის" კონტრ–შეტევების მოგერიებას, რაც დამეთანხმებით და საკმაოდ კარგად, გააზრებულად და შედეგიანად გამოგვივიდა. ფეხბურთელებმა გამოავლინეს უდიდესი მამაცობა და ყველა ჩვენთაგანს დაანახეს, თუ როგორ უნდა "ლოს ბლანკოსის" დამარცხება "სანტიაგო ბერნაბეუზე", როცა მატჩის დაწყებისთანავე მადრიდელები ფლობენ სათამაშო უპირატესობას და გატანილ გოლს".
"დარწმუნებული ვარ, რომ "სამეფო" კლუბი ისევ ისეთ დონეზე გააგრძელებს ასპარეზობას, როგორც ეს აქამდე იყო. მათ ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს "მერენგთა" თამაშზე ზეგავლენას მოახდენს. მადრიდელები არიან პროფესიონალები და იციან, თუ როგორ მოაგვარონ ნებისმიერი პრობლემა. ცხადია, ამ დროისთვის ქულათა უპირატესობა "თეთრების" მხარესაა, ვინაიდან მათ რეზერვში ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩასატარებელი, მაგრამ ეს ნამდვილად არ გვაშინებს".
Marca.com
- 11 დეკემბერი 2011
- 6 258
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.