”მოუ-ჰაუ”

მოუ არააა, წარმოდგენები თავისუფალია. ვალდებაბასზე მასობრივი სიანფორმაციო საშუალებების უამრავმა წარმომადგენელმა შეიტყო, რომ მოუმ არაფრად ჩააგდო პრეს-კონფერენცია და იქ აიტორ კარანკა გაგზავნა, ”მადრე დე ლოს ტოდოს პარტიდოს”-ის წინაშე. ვინ იფიქრებდა! ”მას არ აქვს უფლება, ხალხს ასე მოექცეს!”-ყვიროდა ვიღაც... მოდით , განვსაზღვროთ თუ რა მოხდებოდა, პრეს-კონფერენციაზე მოუ რომ ყოფილიყო. რა კითხვებს დასვამდნენ, რა პასუხებს გასცემდა პორტუგალიელი. როგორი იქნებოდა მოურინიო?

სენიორ მორინიო, ფიქრობთ, თუ არა, რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ამით ”მადრიდის რეალს” შეუძლია შეცვალოს ყველაფერი...

”სამართლიანი” მოუ:

მესმის, რომ თქვენთვის, როგორც გულშემატკივრებისთ[ის, ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, მაგრამ ჩვენ ამ გზას სეზონის დასაწყისიდან ვადგავართ. სამი ქულა, ეს სამი ქულააა. შეიძლება ცოტათი მეტი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს უმთავრეს მეტოქეს ვხვდებით, უდიდეს პატივს ვცემ ”ვალენსიას” და სხვა გუნდებს, მაგრამ ეს ფაქტია. მიუხედავად ამისა, ხვალ მოგება და წაგება სევილიაში მომდევნო კვირას, ჩვენთვის იგივე ადგილზე დარჩენას მოასწავებს. გარდა ამისა, ციკლი უკვე შეიცვალა მაშინ, როცა ჩვენ სამეფო თასი მოვიგეთ.

”გაბრაზებული” მოუ:

თუ თქვენ ფიქრობთ< რომ რომ ყველაფერს ერთი მომენტი გადაწყვეტს, გამოდის რომ შეიძლება მე პირველივე შეხვედრის შემდეგ მომისროლონ ქუჩაში. საბედნიეროდ, სერიოზული ხალხის გარემოცვაში მიწევს მუშაობა.

სენიორ მოურინიო, წინა სეზონში თქვენ ”ბარსელონას” მიმართ გადამეტებული პატივისცემა გამოიჩინეთ. ამ წელს ანალოგიურად იქნება?

”სამართლიანი” მოუ:

ეხლა სულაც არ ვაპირებ იმაზე საუბარს, რაც მოხდა წინა სეზონში. მე ყველა შეხვედრაში მინდოდა გამარჯვება, როცა კი გუნდი მოედანზე გამომყავდა , შესაბამისად არც ხვალინდელია გამონაკლისი.

”გაბრაზებული” მოუ:

ვფიქრობ რომ, თუ მსაჯი მომცემს საშუალებას თამაშის წინ ვთხოვ მას, რომ მოედანზე 14 ან 15 ფეხბურთელის გაყვანის საშუალება მომცეს. თუ ის ნებას დაგვრთავს მოედანზე 14 ფეხბურთელი გავიყვანო, მაშინ 10 მცველით ვითამაშებ და მიუხედავად ამისა, მაინც წავაგებთ 2 ან 3 ბურთის სხვაობით და კვლავ მსაჯების ”წყალობით”. მაგრამ თუ გაგვიმართლებს, ჩვენ პირველად დავასრულებთ შეხვედრას 11 ფეხბურთელის შემადგენლობით მოედანზე.

სენიორ მოურინიო, ბევრს საუბრობენ თქვენს მიერ აქცენტის ჩამშლელებზე გაკეთებასთან დაკავშირებით. ”ბარსას” ძლიერი ცენტრის საპირისპიროდ თქვემ სამ ჩამშლელს აყენებთ...

”სამართლიანი” მოუ:

გარდა ამისა, იმასაც ამბობენ, თუ ვინ უნდ აითამაშოს ბენზემამ , თუ იგუაინმა. ეს მორიგი დისკუსიაა ასეთი კატეგორიის თამაშის წინ. როგორც მახსოვს, ერთხელ ვთქვი, რომ მინდა ფეხბურთელი, რომ არ ვითამაშო სამი ჩამშლელით, არამედ სამი ფეხბურთელით, რომლებსაც სეეძლებათ წინა ფლანგზე ზეწოლის განხორციელება.

”გაბრაზებული” მოუ:

ამ კითხვაზე პასუხი თქვენ, როგორც ყოველთვის, უკვე იცით. მხოლოდ მე არ ვარ საქმის კურსში.

მისტერ, თქვენ დღეს გააკეთებდით ფსონს ”მადრიდის რეალზე”?

”სამართლიანი” მოუ:

რა თქმა უნდა, კი. ეს ჩემი გუნდია, ჩემი ბიჭები. მე მათზე ყველაფერს ჩამოვალ.

”გაბრაზებული” მოუ:

თქვენ ჩემი რამეში ჩათრევა გინდათ? ”დიახ” რომ გიპასუხოთ, ხვალვე ”უეფა” არ დააყოვნებს და სენსაციურ განცხადებას გააკეთებს, თითქოსდა ჩემი ფული იპოვეს მსაჯთა უჯრაში.

თამაშის წინ ჩამოართმევთ ხელს პეპ გვარდიოლას?

”სამართლიანი” მოუ:

როგორც თამაშის წინ, ასევე მის შემდეგ, ჩვენ უპირველეს ყოვლისა პროფესიონალები ვართ.

”გაბრაზებული” მოუ:

ამაზე ვიფიქრებ. ჯერჯერობით არ ვარ დარწმუნებული. თუ მე მას ხელს ჩამოვართმევ, რომელიმე თქვენგანი ხვალ დაწერს, რომ თვალებში ჩარტყმა მინდოდა და უბრალოდ ავაცილე.

”ბარსელონადან” ყველაზე მეტად ვის უფრთხით?

”სამართლიანი” მოუ:

”ბარსელონაში” ყველა თანაბრად სახიფათოა, გოლის გატანა ნებისმიერს შეუძლია, ისინი ყველანი უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან. რა თქმა უნდა, ელით, რომ ვიტყვი მესის, ხოდა ვამბობ კიდეც,

”გაბრაზებული” მოუ:

ბუსკეთს. ეს ფეხბურთელი ნამდვილად რომ ყველაზე სახიფათოა მისი არაპროგნოზირებადობის გამო. არასდროს იცი, სად დაეცემა და სხეულის რომელ ნაწილზე აიკრავს ხელებს და დაღრიჭავს სახეს. ყოველთვის ვეუბნები საკუთარ ფეხბურთელებს, რომ როცა ამის საშუალებაა, მას ახლოსაც არ გაეკარონ.

სენიორ, თქვენ კონტრშეტევებზე ითამაშებთ?

”სამართლიანი” მოუ:

ჩვენი უმთავრესი ამოცანა თამაშის კონტროლი იქნება. სუპერთასზე კონტრშეტევებზე ხომ არ გვითამაშია? ამჯერად ვისურვებდი, რომ უფრო მეტად წარმატებული ვყოფილიყავით.

”გაბრაზებული” მოუ:

ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ.

სეუ ჟოზე, ყველაზე მეტად რას ელით ამ შეხვედრიდან?

”სამართლიანი” მოუ:

მოუთმენლად ველი თავად შეხვედრას.ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ იქ აღმოვჩენილიყავით, სადაც ეხლა ვართ და ერთი სული გვაქ, როდის გავიმყარებთ პოზიციას.

”გაბრაზებული” მოუ:

პეპ გვარდიოლას წინასამატჩო პრეს-კონფერენციას.

El Mundo-ს იდეა

  • shvela
  • 10 დეკემბერი 2011
  • 2 649
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)