იუბილეების კვირა
პირველი, ვისი დაბადებისდღეც "ელ კლასიკოს" დაძაბულ კვირაში იყო, ჰამიტ ალტინტოპია. თურქი ფეხბურთელი 29 წლის გახდა. შეგახსენებთ, რომ ჰამიტი "რეალში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მოვიდა "ბაიერნიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით. ალტინტოპმა ტრავმა სრულად მოიშუშა და მან უკვე რამდენიმე შეხვედრაში მოახერხა მონაწილეობის მიღება.
ხვალ კი, გონსალო იგუაინი ზეიმობს დაბადებიდან 24 წელს. პიპიტა "რეალში" 2007 წელს მოვიდა, მას შემდეგ 188 მატჩი ჩაატარა და 91-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ამ შედეგით კი მადრიდის "რეალის" საუკეთესო მეგოლეთა ოცეულშიც არის და გამომდინარე იქიდან, რომ პიპა კიდევ დიდხანს(შესაძლოა კარიერის ბოლომდეც) აპირებს თეთრი მაისურის ტარებას, არაა გამორიცხული მოწინავე პოზიციებიც დაიკავოს. ამ სეზონში არგენტინელმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლის გატანაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ იგი უმეტეს შემთხვევაში სრულ 90 წუთს არ ყოფს მოედანზე, აქედან გამომდინარე პიპიტას გოლი საშუალოდ ყოველ 59 წუთში გააქვს, რაც მართლაც რომ, შესაშური მაჩვენებელია.
- 9 დეკემბერი 2011
- 1 931
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.