კარანკა : "გუნდი დაბალანსებულია"
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, აიტორ კარანკამ სუპერ კლასიკოს წინ, პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ "ბლანკოსისთვის" ხვალინდელი მატჩის მოგება პრინციპის ამბავია...
"ჩვენ დაბალანსებული გუნდი გვყავს, ბიჭები 100%-ით არიან მზად. ვგონებ, ურთულესი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ გამარჯვება გარდაუვალია, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ გვარდიოლას გუნდი და ჩვენი მონაგარი 3 ქულით გავზარდოთ."
"ამჟამად "რეალში" შესანიშნავი ეპოქაა, გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და თამაშს თამაშზე იგებს, გამარჯვებათა სერიას არც ხვალ შევწყვეტთ და ლიდერობას განვიმტკიცებთ. ვფიქრობ, შეგვიძლია გამარჯვების მოპოვება, მითუმეტეს საშინაო კედლებში, დარწმუნებული ვარ შეკრებილი პუბლიკა მხურვალედ დაგვიჭერს მხარს და თამაშით დიდ სიამოვნებას მიიღებს."
"ხვალ შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ ორი საუკეთესო მწვრთნელის ტაქტიკური დუელი, ასევე იხილავთ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ იასპარეზებენ, ელ კლასიკო ყოველთვის სანახაობრივი და საინტერესოა. ნამდვილად ვიცი, რომ 4-3-3 ტაქტიკით ვითამაშებთ. წინა სამეულიდან ორი აუცილებლად კრიშტიანო რონალდო და ანხელ დი მარია იქნებიან, ხოლო ბენზემა-იგუაინს შორის არჩევანი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაკეთდება. კატალონიელებსაც მშვენივრად დაბალანსებული გუნდი ჰყავთ, ეს კოლექტივი ყველა რგოლში ძლიერია, ასე რომ დიდი ყურადღებით თამაში მოგვიწევს."
"ყველა შეხვედრას დიდი მოტივაციით ვხვდებით და ეს რამდენიმე დღის წინაც დავამტკიცეთ, როდესაც ამსტერდამის აიაქსს ჰოლანდიაში მოვუგეთ, ჩვენთვის ის მატჩი არაფერს წყვეტდა, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯეთ და მორიგი 3 ქულაც ჩავიწერეთ აქტივში, მადრიდის "რეალის" მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, ასე იქნება ხვალაც."
"არბელოა განაცხადშია, მისი დაზიანება სრულად იქნა განკურნებული ასე, რომ იგი სავარაუდოდ სასტარტოში დაიწყებს. რიკარდო კარვალიო ჯერ-ჯერობით აღდგენით პროცესს გადის, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, იგი ვერ დაეხმარება კოლექტივს, თუმცა პორტუგალიელი ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდ ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს, რიკარდო ჩვენი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს და იმედს გამოვთქვამ მოედანზე გასვლას მალე შეძლებს."
- 9 დეკემბერი 2011
- 2 778
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.